x
მეტი
  • 08.07.2024
  • სტატია:135844
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510212
4 მეთოდი მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად

image


მოტივაცია აუცილებელი პირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის, იგი იმთავითვე განსაზღვრავს მოსწავლის შინაგან მდგომარეობას, ეს კი გულისხმობს ენერგიის და ცნობიერების მიმართვას გარკვეული მიმართულებით. როგორც ვიცით, მოტივაცია ინდივიდუალურია და ახასიათებს დინამიურობა, იცვლება ასაკის და გარემოს მოქმედი ფაქტორების შესაბამისად. არსებობს მოტივაციის ორი სახე, ესენია : შინაგანი მოტივაცია - როცა ადამიანის ნებისმიერი სახის ქცევა განპირობებულია კონკრეტული საკითხის მიმართ შინაგანი ინტერესით და მეორე, გარეგანი მოტივაცია - ამ შემთხვევაში ადამიანის ქცევას განაპირობებს გარე მოტივატორი ფაქტორები, ეს კი საგაკვეთილო პროცესისას შეიძლება იყოს: ქულა, დაჯილდოება, შექება და სხვა.

მრავალმხრივ დამტკიცებულია, რომ შინაგანი მოტივაციის მქონე მოსწავლეები მეტად გამოირჩევიან პასუხისმგებლიანობით, ინტერესით შესასწავლი თემის მიმართ, ხასიათდებიან სწავლისაკენ პოზიტიური მიდგომით, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოტივაციას ცვალებადობა ახასიათებს და მას შენარჩუნება სჭირდება, ამიტომ გთავაზობთ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების 4 გამოსადეგ მეთოდს, რომელიც ნამდვილად იქნება დადებითი შედეგის გარანტი.


1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი თვალსაჩინოებებით.


მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გაამრავალფეროვნოს საგაკვეთილო პროცესი, დატვირთოს ვიზუალური მასალით, შეიმუშაოს ახალი და კლასის თავისებურებებზე მორგებული სწავლების მეთოდები, გამოიყენოს ვიდეომასალა და პრეზენტაციები, ასევე თემატური კლასგარეშე ლიტერატურა.

2. შემოიღეთ "უნიშნო" დავალებები.

ეს სტრატეგია გამოსადეგია, ბუნებრივია, გარკვეული სიხშირით და არა მუდმივად, იგი მოსწავლეებს კონცენტრირებულს გახდის შედეგზე და არა ქულაზე, შესაბამისად, მეტად ეფექტური იქნება მუშაობა და ჩართულობა. დავალების მსვლელობისას ისინი მობილიზებული იქნებიან თავიანთ განვითარებასა და აქტიურობაზე.


3. "მე, მასწავლებელი."

მოცემული მეთოდი უმეტესად გამოსადეგია ახალი მასალის ახსნისას, მოსწავლეებს საშუალება აქვთ თავად გააცნონ თანაკლასელებს ახალი სასწავლო თემა მასწავლებლის დახმარებით და ამით მეტად ჩართულნი გახდნენ საგაკვეთილო პროცესში.


4. შესთავაზეთ განსხვავებული სირთულის დავალებები.

მასწავლებელი ვალდებულია შეამოწმოს კლასის ცოდნის დონე დავალებებისა და კითხვების საშუალებით, მას შეუძლია ერთსა და იმავე თემაზე სხვადასხვა სირთულის მქონე აქტივობების შემოღება, ეს მიდგომა მოსწავლეს მეტი გამოწვევისთვის მოამზადებს და სირთულეებთან წვდომით მოტიავაციასაც აუმაღლებს.




0
189
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ხარებაშვილი
ანა ხარებაშვილი
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0