2007 წელს ქვეყანაში მასიური გამოსვლები დაიწყო, რაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადადგომით და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის დანიშვნით
დასრულდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა გაიმარჯვა. ქვეყანაში ვითარება სექტემბრის თვეში დაიძახა, როდესაც შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ ქარელი გადადგა. ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და 28 სექტებმერს პარლამენტის წინ უამრავი მომიტინგე შეიკრიბა. ამას მოჰყვა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაწყება. მასიური დემონსტრაციები 2 ნოემბერს დაიწყო. 7 ნოემბერს აქცია დარბეული იქნა რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით, აკუსტიკური ტყვიებითა და წყლის ჭავლით. სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა ტელეკომპანია „იმედსა“ და „კავკასიაში“. ამავე დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 8 ნოემბერს ბათუმში სტუდენტური აქცია იქნა დაშლილი. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 2007 წლის 16 ნოემბერს გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა. ე
ს პროცესები დაიწყო მაშინ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი გამოეყო გუნდს, შექმნა საკუთარი პოლიტიკური პარტია და პრეზიდენტს ბრალი დასდო ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში.