სხვა იცით რა მოხდება, თუ კბილის პასტას ფრჩხილებზე წავისვამთ? სცადეთ! 2020, 29 თებერვალი, 11:15 რას არ აკეთებენ ქალბატონები იმისათვის, რომ ფრჩხილების სისუფთავე და სილამაზე შეინარჩუნონ - მანიკური, ლოსიონები, ლაქები, კრემები, პერსონალური მკურნალობაც კი და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერ დროს უნაკლოდ გამოიყურებოდეს მათი თითები. ვიცით, რომ ეს ყველაფერი გარკვეულ ხარჯებსა და დროსთანაა დაკავშირებული და ბევრი თქვენგანი ამ ორი ფაქტორიდან რომელიმეს არსებობის შემთხვევაში, ვერ მიმართავს გარკვეულ პროცედურებს. თუმცა, არც გაყვითლებული ფრჩხილებია სასიამოვნო დასანახი.
ფრჩხილების სიყვითლის მიზეზი, ძირითადად ეს ფაქტორებია: ცხოვრების არასწორი წესი, თამბაქოს მოხმარება, უხარისხო კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი. თუმცა, ნუ დაღონდებით, კოსმეტოლოგის გარეშეც შეგიძლიათ მასთან გამკლავების ძალზედ მარტივი გზები გამონახოთ და დღევანდელ სტატიაში, სწორედ მათ განვიხილავთ. 1. იმისათვის, რომ თქვენი ფრჩხილები იყოს თეთრი, სუფთა და მყარი, გამოიყენეთ კბილის პასტა. დაიტანეთ ფრჩხილებზე კბილის პასტა და კბილის ჯაგრისის მეშვეობით, რამდენიმე წუთის მანძილზე იზილეთ ის, რათა მასში შემავალი პეროქსიდები ფრჩხილმა შეიწოვოს. (პეროქსიდებს, ძირითადად კბილის მათეთრებელი ეფექტის მქონე პასტები შეიცავს). გაიმეორეთ პროცედურა მანამ, სანამ შედეგს არ ნახავთ. 2. შეგიძლიათ ასევე სხვა ხალხურ მეთოდებს მიმართოთ. მაგალითად, იმისათვის, რომ ჯანმრთელი და თეთრი ფრჩხილები გქონდეთ, გამოიყენეთ ლიმონი. ლიმნის წვენი (120 მლ) შეურიეთ 500 მლ წყალსა და 60 მლ თხედავ საპონს, მიღებულ ხსნარში ჩაყავით ხელები რამდენიმე წუთით. ლიმნის მჟავა ხელს უწყობს ფრჩხილების სიყვითლის მოშორებას, საპონი კი რეცხს ჭუჭყს. შედეგი გარდაუვალია. 3. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვინის თეთრი ძმარი. პროპორციით 20 მლ ძმარი 1 ლიტრ წყალთან. ხსნარში ჩაყავით ხელები და გააჩერეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. იხილეთ აგრეთვე: პროდუქტები, რომლებიც ვნებს და ამსხვრევს ფრჩხილებს - აუცილებლად გაითვალისწინეთ! ● პროდუქტები, რომლებიც ვნებს სახის კანს - აუცილებლად გაითვალისწინეთ! ● 4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან! ● როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად ● ეს სასმელი, რომელსაც ყოველ დღე მიირთმევთ, ანადგურებს თქვენს ძვლებს 321 8-ს მოსწონს
|