x
image
melody_inside
აბსოლუტურად გიჟური და დაუჯერებელი ფაქტები ცხოველების შესახებ
image



ადამიანებსა და ცხოველებს ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ემოციებსაც კი ისინი ჩვენზე უკეთესად გამოხატავენ.


არის რიგი ფაქტებისა, რომლებსაც თქვენში სინაზიდან მწუხარებამდე ემოციების მთელი ქარიშხალის გამოწვევა შეუძლია. და მერწმუნეთ, ქვემოთ მოყვანილი ფაქტები ნამდვილად გასაოცარია.





კატები იშვიათად უბიძგებენ თავით ადამიანს. ეს ჟესტი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც ენდობიან.



image



დაიბადება რა კოალას შვილი, რაღაც დროის განმავლობაში მშობლების ზურგზე გააგრძელებს მოგზაურობას.




image





მამრობითი სქესის ლეკვები ხშირად შეგნებულად უთმობენ გოგონებს თამაშში იმისთვის, რომ უკეთ გაიცნონ ისინი.

image







ციყვები ყოველწლიურად ათასობით ხეს რგავენ უბრალოდ იმიტომ, რომ ავიწყდებათ - სად დამალეს თხილი.




image



წითელი პანდების კუდი იმდენად ფუმფულაა, რომ მას ზამთარში გადასაფარებლად იყენებენ.



image





წიწილებს ერთმანეთთან ურთიერთობა ჯერ კიდევ კვერცხში ყოფნისას შეუძლიათ ხმის განსაკუთრებული სისტემის წყალობით.



image






ზღვის თახვებს ხელჩაკიდებულებს სძინავთ, დინებამ რომ სხვადასხვა მხარეს არ გაფანტოს.


image



ცხენთევზები პარტნიორებთან კუდებით არიან გადაბმულები და არასდროს უშვებენ ერთმანეთს.


image





ყველაზე ბედნიერ ცხოველად კვოკა ითვლება.





image





ტუპიკები, იპოვიან რა პარტნიორს, ერთად აშენებენ ბუდეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ერთად ცხოვრობენ.




image





ძროხებს შეუძლიათ საუკეთესო მეგობრები გაიჩინონ და მოიწყინონ, როდესაც ახლოს არ იქნებიან.

image



როდესაც ზრდასრული გრიზლი დედის ბუნაგს ტოვებს, თავის საკუთარ ბუნაგს ყოველთვის ახლოს იშენებს.



image



ციყვები სხვის დაობლებულ პატარებზეც ზრუნავენ.



image





ბავშვობაში სპილოები ისევე წოვენ საკუთარ ხორთუმს, როგორც ადამიანები პატარაობისას თავის დიდ თითს.



image





რვაფეხები უცხო თვალისგან დამალვის მიზნით ფსკერზე თავშესაფრის გარშემო თავისებური ბაღის მოსაწყობად ნიჟარებს და ბრჭყვიალა ნივთებს აგროვებენ.




image





თეთრ დათვებში ცხვირის ცხვირზე მიდება რამეს თხოვნას ნიშნავს. მაგალითად, ასე საკვები შეიძლება ითხოვო.



image




პარტნიორის არჩევამდე პინგვინები დიდ დროს ატარებენ ლამაზი კენჭის ძებნაში იმისთვის, რომ ამით „ხელი სთხოვონ“ პარტნიორს.




image






მოლუსკებს სურვილისამებრ, სიტუაციიდან გამომდინარე სქესის შეცვლა შეუძლიათ.


image



ყველა დელფინს აქვს საკუთარი სახელი, რომლითაც მათ ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლიათ.



image




საშიშროების შემთხვევაში წავი თავის შეცოდების მიზნით საკუთარ შვილს აჩვენებს მტაცებელს.

image


ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ცხოველების ძალიან ბევრი ჩვევა ჩვენსას წააგავს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ყველა ერთი დიდი, მთლიანის ნაწილი ვართ. ამიტომ, ბუნების განადგურებით ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ანადგურებს. უფრო ზუსტად კი, თავის საუკეთესო ნაწილს.



ნუ დაგავიწყდებათ _ გაუზიარეთ ეს სტატია თქვენს მეგობრებს!




იხილეთ ასევე:


ახლახან TwistedSifter-მა გამოაქვეყნა 2006 წელს ორი დამატებითი ყურით დაბადებული კატის სურათი. 13 წლის წინ ერთ-ერთი ბარის პატრონის კატამ ნამატი მოიყვანა და ცხოველის პატრონმა აღარ იცოდა რა ექნა თავს დამტყდარი ამ ბედნიერებისაგან. ისარგებლა რა იმ ფაქტით, რომ მისი დაწესებულება საკმაოდ პოულარული იყო, პატრონი ყველას

იაპონელ ფოტოგრაფს, რომელიც მუშაობს ნიკით მამეკორო 51, ყველაზე მაგარი ჰობი გააჩნია მსოფლიოში. ის ცხოველებს უღებს სურათებს. მან ტოკიოში, ინოკაშირის ბუნებრივ პარკში სეირნობისას გადაწყვიტა სურიკატების ოჯახისთვის ედევნებია თვალი. დასაწყისში სურიკატები კედლის უკან დაიმლნენ, შემდეგ კი გამოვიდნენ და ჩვეულებრივ გააგრძელეს

არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც იცი, რომ ვიღაცას სახლში შენი მოკვლა სურს. კატები- საყვარელი და ფუმფულა შინაური ცხოველები არიან. მაგრამ, გულახდილად შეიძლება ითქვას, რომ მათ შეუძლიათ ძალიან უცნაურად მოიქცნენხოლმე. მაგალითად, ახლახანს Twitter -ის მომხმარებელმა ლუის ნაბარომ საშინელი ისტორია მოგვითხრო. ...

აი ნამდვილი, თავისუფალი ცხოვრება! ზოგჯერ ის კი არაა მთავარი, თუ სად ხარ, არამედ ვისთან ერთად ხარ. იაპონელმა ფოტოგრაფმა ნიანკიჩი როძიუპამ რამდენიმე უსახლკარო კატა აღმოაჩინა. მათ წყალგამტარი მილების ხვრელებიანი ქუჩა სათამაშო მოედნად გადაუქცევიათ, რაც ძალიან კარგად ჩანს სურათებში. რა მხიარულიცხოვრება აქვთ ამ კატებს!...

უდიდეს მხატვარსაც კი არ ძალუძს გადმოსცეს დედამიწის მთელი სილამაზე. ზოგჯერ ბუნებრივი ლანშაფტი იმდენად ნათელი და უჩვეულოა, რომ შეიძლება იფიქროთ - სხვა პლანეტაზე მოხვდით, წერს пишет GigGag. აი 20 ფოტო, რომელიც ამტკიცებს, თუ რამდენად მშვენიერია ჩვენი სამყარო - ფოტოშოპის გამოყენების გარეშეც კი. 1. იუნნან, ჩინეთი...


0
459
5-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
459
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0