კინო 10 ფილმი ეპიდემიებსა და სამყაროს აღსასრულზე 2020, 27 თებერვალი, 18:10 როგორი იქნება სამყაროს აღსასრული? ამაზე პასუხი საზოგადოებისათვის ყოველთვის საინტერესოა, თუმცა პასუხები მხოლოდ სავარაუდოა და ეს ვარაუდები კინო-ფილმებშიც იქნა გადატანილი. ფანტასტიკური ჟანრის არაერთი ფილმის იდეა სწორედ აპოკალიფსურ მოვლენებზეა დაფუძნებული, კაცობრიობის განადგურების მიზეზი კი სხვადასხვაგვარია, ეპიდემია, ატომური ბომბი, ბუნებრივი კატაკლიზმები, ზომბები და ა.შ. ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 ფილმს აპოკალიფსზე, რომელიც ფანტასტიკის მოყვარულებს შეიძლება დააინტერესდეთ: 1. “დღე, როდესაც დედამიწა დაიწვა" (1961წ.) – ბირთვულ ბომბზე ცდების გამო დედამიწა საპირისპირო მიმართულებით იწყებს ბრუნვას. ერთ-ერთი პირველი ფილმი აპოკალიფსთან დაკავშირებით. 2. “მე ვარ ლეგენდა" (2015წ.) – ხელოვნური ვირუსი მთელს მსოფლიოს მოედება.შემდეგში ვირუსით დაინფიცირებულები ზომბებად იქცევიან. უილ სმიტის ერთ-ერთი ცნობილი როლი. 3. “დღე ხვალის შემდეგ" ( 2004 წ.) – გლობალურმა დათბობამ ყველაფერი შეცვალა. მსოფლიოს დიდი გამყინვარება მოიცავს. 4. “ უფსკრულთან შეჯახება" (1998წ.) – დედამიწა უზარმაზარ კომეტასთან შეჯახების მოლოდინშია. 5. “2012" (2009წ.) – ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, დედამიწა განადგურებისათვის არის განწირული. მსოფლიოს ლიდერები “ნოეს კიდობნებს" აგებენ. 6. “უკანასკნელი გემი" (2014 წ.) – სერიალი. მსოფლიოში გავრცელდება პანდემია, რომელიც მოსახლეობის 80 %-ს გაანადგურებს. გადარჩენილების ნაწილი საზღვაო ხომალდზე ცხოვრობს. 7. “სხვა სამყარო" ( 2014 წ.) – ბიოლოგიური იარაღის შექმნის დროს დაშვებული შეცდომის გამო შედეგი კატასტროფულია. 8. “ ბოლო საათები" (2013წ.) – ვრცელდება ინფორმაცია, რომ კაცობრიობა სრულად განადგურდება. ადამიანები სხვადასხვა მეთოდებით იწყებენ მზადებას აპოკალიფსისთვის. 9. “გადამტანები" ( 2009წ.) – მსოფლიოში მომაკვდინებელი ვირუსია გავრცელებუი. ოთხი მეგობარი გამუდმებით გადაადგილდება, რომ არ დაინფიცირდნენ. 10. “ უკანასკნელი დღეები"( 2013წ.) – მსოფლიო ძლიერმა ვირუსმა მოიცვა და ჩვენი პლანეტის მოქალაქეები ქაოსში ჩააგდო. თქვენთვის საინტერესო: როგორი იყო პირველი ფილმი და პირველი კოცნა ფილმში?! – უნიკალური კადრები და ისტორია 1422 6-ს მოსწონს
|