მაცკა
ფრანც ოსიპოვიჩ მაცკა ეროვნებით ჩეხი, პეტერბურგში მოღვაწე გამოჩენილი მეიარაღე, მუშაობდა მხოლოდ კერძო შეკვეთებზე, ამზადებდა სანადირო თოფებს, როგორც შიდა ასევე გარე ჩახმახებზე,
ასევე შტუცერებსა. მაცკა იყო გამოცენილი პეტერბურგელი მეიარაღის გონნოს მოსწავლე.
მაცკამ დამოუკიდებელი მუშაობა დაიწყო 1883 წელს, 22-23 წლის ასაკში. მის მიერ შექმნილი ყველა თოფი წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშს და საცალო ეგზემპლარებადაა დამზადებული, მონადირეების მიერ ინდივიდუალური შეკვეთით. დამოუკიდებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წელიწადში მაცკას გვარი საზოგადოებაში მოიხსენიებოდა მისი მასწავლებლის გონნოს გვერდით.
მაცკა წლის განმავლობაში ამზადებდა არაუმეტეს 25 სანადირო თოფისა, ხოლო სულ მოღვაწეობის მანძილზე დამზადებული აქვს 500 თოფი და შტუცერი. ლულებს მაცკა უკვეთავდა ისეთ დიდ
მეტალურგიულ ქარხანებს როგორებიც იყო “ლეოპოლდ ბერნარი”, “კრუპი”, “სიმენსი” და “ვიტვორდი”.
მაცკას პოპულარობის ადასტურებს 1885 წლის ჟურნალ “ Природа и охота”-ში დაბეჭდილი სტატია, სადაც მაცკა საუკეთესო მეიარაღედაა მოხსენიებული. მაცკასთან მოდიოდნენ ქვეყნის სხვადასხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან იარაღის შესაკვეთად.
მაცკას ერთერთი იარაღი ინახება რუსეთის სახელწიფო ისტორიულ მუზეუმში, თოფი 12 კალიბრისაა, ბელგიური ფოლადი “კოკერელი”-ს ლულებით.
მაცკას საამქრო, მისივე სურვილით მისი სიკვდილის შემდეგ გადაეცა კ.პ.მასლოვს, რის შემდეგაც საამქრომ მუშაობდა გააგრძელა “преемник Ф. О. Мацка” სახელით.
უფრო დეტალურად შეგიძლიათ რუსულ ენაზე წაიკითხოთ მითითებულ ლინკზე:
http://www.zatrofeem.ru/articles/?id=52/
http://www.ohotniki.ru/photo/hunting/3249-ruzhe-matska.html?page=2&img_id=52010#photo
http://www.maksimov.su/in.php?tnum=1&dvar=http://www.maksimov.su/gallery/&var=glad/macka/macka.htm