სიახლეები საქართველოში კორონავირუსი უკვე დადასტურებულია 2020, 26 თებერვალი, 22:59 ბრიფინგი ჩატარდა მთავრობის ადმინისტრაციაში, ქალბატონმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა . ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც 25 თებერვალს, საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა ირანიდან. ის გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავადმყოფოში . საბაჟო ზოლზე შემოწმებულ იქნა მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი დაცვით მოხდა შემოწმება კორონავირუსით დაავადებული დამიანის, მებაჟეებიც გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში დაკვირვების მიზნით . ამ ეტაპისთვის პაციენტი არის მოთავსებული ინფექციურ საავადმყოფოში, მის ჯანმრთელობას არ ემუქრება ამ ეტაპზე არანაირი საფრთხე . ქვეყანას არ აქვს პანიკის საფუძველი. 221 1-ს მოსწონს
|