რელიგია მასონები ღმერთის წინააღმდეგ 2020, 26 თებერვალი, 19:40 მასონებზე, როგორც ყველაზე გასაიდუმლოებული ორგანიზაციის წევრებზე, გამუდმებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა მიზანი ამოძრავებთ მათ, არის მათი მოძრაობა პოლიტიკური თუ რელიგიური და ა.შ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კითხვებზე ზუსტი პასუხი მხოლოდ მასონურიორგანიზაციის მაღალი ხარისხის მფლობელმა წევრებმა იციან, რადგან მათი საქმიანობა და რეალური მიზნები იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ თვით მასონსაც არ აქვს უფლება მას გაეცნოს, თუ ის დამწყებია და ყველა დაწინაურების საფეხურზე ( ახალი ხარისხის მიღებისას) იგებს საიდუმლოების ერთ მცირე ნაწილს. დავიწყოთ იმით, რომ მასონურ ორგანიზაციებში გაწევრიანებისათვის, მთავარი მოთხოვნაა, რომ გწამდეთ შემოქმედის “რაიმე ფორმით" (სწორედ ამ სიტყვებითაა ეს მოთხოვნა წარმოდგენილი). “რაიმე ფორმით" უკვე იმის ნიშანია, რომ მთვარია რწმენის არსებობა და არა ის თუ რისი სწამს მასონურ ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატს. ბუნებრივია, რწმენის შეცვლა უფრო ადვილია ადამიანში, ვიდრე მისი გაღვივება, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მაგალითად, მართლმადიდებელი უფრო შეიძლება გახდეს “იეჰოვას მოწმეების" სექტის წევრი, ვიდრე ათეისტი. სხვათა შორის, აღნიშნული სექტის საფუძვლები სწორედ მასონურ ორგანიზაციას უკავშირდება და საკმაოდ ლოგიკურია მოსაზრება, რომ ის სპეციალურადაა შექმნილი ძირძველი რელიგიების დასასუსტებლად. რაში გამოიხატება, რომ მასონები ღმერთის წინააღმდეგ მიდიან? ერთი შეხედვით, თუ ადამიანი არ ჩაუღრმავდება მასონურ ორგანიზაციებს, შესაძლოა, იფიქროს, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან, აკი ამბობენ კიდეც, რომ ჩვენ არ განვასხვავებთ ერთმანეთისაგან ადამიანებს რელიგიური კუთვნილებისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვითო. თუმცა მასონური სწავლების მიხედვით, ადამიანი ვალდებულია თავად განვითარდეს, მისი ხსნა და გადარჩენა მისსავე თავზეა დამოკიდებული. ის თავდ უნდა იყოს საკუთარი თავის მხსნელი და გამომსყიდველი.აქედან გამომდინარე, უფალი მასონებში კარგავს თავის დანიშნულებას, უფრო მეტიც უბრალო ადამიანი “უკეთესად გახდომის" შემთხვევაში თავად ხდება ღმერთის კონკურენტი. ამ თემას შემდეგ სტატიებშიც შევეხებით. ახლა კი განვაგრძოთ საუბარი მასონთა ღმერთის წინააღმდეგ წასვლის თაობაზე. პირველი გამოხატულება არის უამრავი სიმბოლოების შექმნა, რომელიც მოიაზრება მასონთა თავის დაზღვევად იმ შემთხვევისათვის, თუ ღმერთი კვლავ მოინდომებს ბაბილონის გოდოლის მშენებლობის დროს გამოყენებული დასჯის მეთოდს მიმართოს, საუბარია “ენების აღრევაზე". მასონებს სწამთ, რომ მათ მიერ შექმნილი უამრავი სიმბოლოს წყალობით, ისინი ყოველტვის შეძლებენ ერთმანეთთან საუბარს. სიმბოლოებს მასონიზმში მხოლოდ სასაუბრო დანიშნულება არ აქვთ, ბევრი მათგანი ეშმაკის გამოხატულებას წარმოადგენს. მასონურ ლოჟაში დგას სამი შანდალი სანთლით, 3 რადგან ჩრდილოეთი მასონთათვის სიბნელეს ნიშნავს, ბიბლიაში კი წერია, რომ ჩრდილოეთში არის ღვთის ტახტი. ლოჟაში ასევე არის ორი ძელი, თითოეულზე დამაგრებულია სფერო, ერთი გამოხატავს დედამიწას, მეორე კი გალაქტიკას ასტროლოგიური ნიშნებით. მორწმუნეებს კი კარგად მოეხსენებათ, რომ ასტროლოგიისადმი რწმენა მიღებელია რელიგიისათვის. თავად მასონები კი თავიანთი განცხადებებით მრავლად ახდენენ უფლის წინააღმდეგ გამოსვლას: “ ქრისტე არის სრულყოფილი და ქრისტე არის ღმერთი და ეს უფლება ეკუთვნის ყველა ადამიანის სულს." ( “მასოონთა მისტიკა", ჯ.დ.ბაქი) “ამერიკის მთავარი მტერი მართლმადიდებლობაა" - ზბიგნევ ბჟეზინსკი ( მასონი, პოლიტიკური მოღვაწე აშშ-ის მაღალ თანამდებობებზე). “მე მინდა შური ვიძიო მასზე, ვინც ზეგარდმო მეუფობს" - კარლ მარქსი. არაერთი მკვლევარის აზრით, სატანისტი მასონი. ერთ-ერთი ბელგიელი მასონი, კოკი კი აცხადებდა:“ჩვენ უნდა დავანგრიოთ რელიგია" თუ ვენდობით იმ მოსაზრებას, რომ მსოფლიო პოლიტიკის სათავეში მასონები არიან, გასაკვირი აღარ იქნება, რატომ ისწრაფვიან საერთაშორისო ორგანიზაციები გლობალიზაციისკენ, რომლის წყალობითაც რელიგიების სინთეზირებაც მოხდება ან საერთოდ ათეიზმი გაილაღებს. აღსანიშნავია, რომ მასონების სატანიზმთან კავშირის ამსახველი ინფორმაციები, ხშირად არ დასტურდება წყაროს გადამოწმების შედეგად. ზემოთ მოყვანილი ინფორმაციების ნაწილი დასტურდება წყაროს გადამოწმებით, თუმცა ნაწილზე, სხვა წყაროები მიუთითებენ, რომ გამოგონილია. ამრიგად, ისიც მრავალმხრივ გადასამოწმებელია, რამდენად მართალია ყველა ის ინფორმაცია, რაც ჩვენამდე მოდის.
ასევე საინტერესოა: 1. მასონთა საიდუმლოებებით მოცული სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები 2. ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?! 3. რატომ არის მასონური მოძრაობები გასაიდუმლოებული და რატომ გააჩნიათ მათ უამრავი სიმბოლო? 4. 5. რატომ არიან მასონური ორგანიზაციები ფინანსურად ძლიერები?! 265 5-ს მოსწონს
|