ფილოსოფია მასონთა საიდუმლოებებით მოცული სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები 2020, 26 თებერვალი, 12:49 მასონების შესახებ საუკუნეების მანძილზე არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებები. ადამიანთა ნაწილი მათ კეთილ (“კეთილ") სააქმეებზე ამახვილებს ყურადღებას, ნაწილი ფარულ მიზნებზე და საიდუმლოებით მოცულ სიმბოლოებზე საუბრობს. სწორედ ამ უკანასკნელზე გვექნება ამ სტატიაში საუბარი და შევეცდები, მოგაწოდოთ ყველაზე გავრცელებული მოსაზრებები მასონთა სიმბოლოების შესახებ.
მასონების საყოველთაოდ გავრცელებული სიმბოლოა ფარგალი და გონიო. პირველ მათგანში იგულისხმება დედამიწის შემქმნელი, მეორე კი გვასწავლის, თუ როგორ მოვაქციოთ ჩვენი ქმედებები საზღვრებში, ის ასევე სამართლიანობის, წონასწორობის და სტაბილურობის სიმბოლოა.
მთლიანობაში, ფარგალი და გონიო წარმოადგენს მატერიისა და სულის თანხვედრას, ასევე მიჩნეულია გონებრივი შესაძლებლობების გამოსახულებად. ამ სიმბოლოსთან ერთად, ხშირად შეხვდებით მათ შორის ჩაწერილ G-ასოს. ზოგიერთი მოსაზრებით, ეს არის ღმერთის ნიშანი (GOD - ინგ.ღმერთი), ხოლო სხვათა აზრით, – გეომეტრიის აღმნიშვნელი, როგორც სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნის საშუალება. “ყოვლისმხედველი თვალი". ეს სიმბოლო მრავალი მეცნიერის აზრით, არის უძველესი ქრისტიანული კულტურიდან წამოსული. მას შესაძლოა შეხვდეთ უძველეს ტაძრებზე, ნიშნად იმისა, რომ უფალი ყველგან გვადევნებს თვალს. მასონური მოძრაობების მოწინააღმდეგენი ამ სიმბოლოს განმარტავენ, როგორც მათ მუქარას - ჩვენ ყველგან ვართ. მას ნახავთ ერთდოლარიან კუპიურაზეც. ქვა მასონურ სიმბოლიკაში წარმოადგენს ადამიანს, რომელიც “დამუშავებას" საჭიროებს, სასურველი “ფორმის" მისაღებად. მასონთა ერთ-ერთი მიზანი, მათივე განცხადებით, არის კარგი ადამიანის უკეთესად გარდაქმნა. ქვასთან ერთად შესაძლოა შეხვდეთ ჩაქუჩსაც ( ან უროს), როგორც ადამიანის სათნადოდ ჩამოყალიბების იარაღს, სხვა მოსაზრებით, როგორც ადამიანზე ძალაუფლების ქონის ნიშანი. ხუთქიმიანი ვარსკვლავი მასონურ სიმბოლოებში მზის, დედამიწისათვის სინათლის მომტანი დანიშნულება გააჩნია. მას ასევე განიხილავენ, როგორც შროსმჭვრეტელობის, წინდახედულობის ნიშანს. სხვა მოსაზრებით, ეს არის ქრისტეს ჯვარის ძლევისა და დამხობის სიმბოლო (სსრკ-ის სიმბოლო). ბაბილონის ხანაში ის აღნიშნავდა ღვთისგან გამოთავისუფლებულ ადამიანს, როგორც უზნაეს არსებას. ამიტომ მასში გამოსახავდნენ ხოლმე ხელ-ფეხ გაშლილ ადამიანს. აკაციის ტოტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა მასონობისათვის, რადგან ის გამოხატავს სულის უკვდავებას. სხვა მოსაზრებით, აკაციის ტოტით შესაძლებელია მასონური მოძრაობის დამაარსებლის, ხირამის საფლავის გაღება. მასონური სიმბოლოები საკმაოდ მრავლადაა და მათ შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ. თქვენთვის საინტერესოა: 1. ვინ არიან მასონები და მართავენ თუ არა ისინი მსოფლიოს?! 2. რას საქმიანობენ მასონები საქართველოში და ვინ იყვნენ ცნობილი ქართველი მასონები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში?! 3. რა აკავშირებთ ერთმანეთთან რელიგიასა და მასონობას?! 555 4-ს მოსწონს
|