x
მეტი
  • 29.11.2024
  • სტატია:138532
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512196
მსახიობ ნანა ფაჩუაშვილს შვილი გარდაეცვალა
image

თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მსა­ხი­ობს ნანა ფა­ჩუ­აშ­ვილს, ვაჟი თამაზ აფხაიძე 55 წლის ასაკში გარ­და­ეც­ვა­ლა. ამის შესახებ ინფორმაცია "ფე­ის­ბუქ­ზე" ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ყო­ფი­ლმა ლი­დე­რმა ირი­ნა სარიშვი­ლმა გაავრცელა, როგორც გაირკვა ისინი თანაკლასელები იყვნენ.

"ხელი არ მიბ­რუნ­დე­ბა ჩემს უახ­ლო­ეს და უსაყ­ვარ­ლეს მე­გო­ბარ­ზე, კლა­სელ­ზე ამ გან­ცხა­დე­ბის და­სა­წე­რად, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია ისე დავ­დო..." წერს სარიშვილი.

როგორც გაირკვა, თამაზ აფხაიძეს გაჟონვა დაემართა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.



ნანა ფაჩუაშვილს შვილი თამაზი პირველი მეუღლესგან, თამაზ აფხაიძესგან ეყოლა, 5 თვის ფეხმძიმე იყო მსახიობი, როდესაც მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპა.

ნანა ფაჩუაშვილი(დაბ.1943წ) სცენაზეა 1964 წლიდან. აღსანიშნავი თეატრალური როლებია: ევა („ღვთაებრივი კომედია“), მზია („ჭინჭრაქა“), პოლი პიჩემი („სამგროშიანი ოპერა“), სონა („ხანუმა“), ფაცია („გუშინდელნი“), ადელა („ბერნარდა ალბას სახლი“), ლიზიკო („ნახვის დღე“), მართა („დარისპანის გასაჭირი“).თამაშობდა ტელედადგმაში "ჯაყოს ხიზნები“ (მარგო) და სერიალში "წვრილვარსკვლავთა ღამე“, აგრეთევ მხატვრულ ფილმებში "პალიასტომი", "მე მოვედი", "სუფთა დაფა"




0
651
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
651
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0