კინო "ძირითადი ინსტინქტი" კადრს მიღმა: რისთვის გააწნა სახეში სილა შერონ სტოუნმა ფილმის რეჟისორს 2020, 25 თებერვალი, 0:58 პოლ ვერჰოვენის 1992 წელს გადაღებული ეროტიკული თრილერი - "ძირითადი ინსტინქტი" 90 - იანი წლების ერთ - ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად ითვლება, რომელსაც სკანდალები არც გადაღების პროცესში და მით უმეტეს, არც მის ფართო ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ აკლდა.კადრი ფილმიდან "ძირითადი ინსტინქტი" , 1992 წელირეჟისორი პოლ ვერჰოვენი მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბლოკბასტერების წყალობით გახდა როგორებიც - "რობოკოპი" (1987) და "ყველაფრის გახსენებაა" (1990) ამიტომ, მომდევნო ფილმის გადასაღებად მან ჰონორარის სახით 5 მილიონი დოლარი მოითხოვა, კიდევ 15 მილიონის გადახდა ფილმის პროდიუსერს უკვე მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელი - მაიკლ დუგლასისთვის მოუწია, ვინაიდან დეტექტივ ნიკ კარენის როლში ის მხოლოდ მას ხედავდა, გარდა ამისა, დანარჩენმა მსახიობებმა (ჰარისონ ფორდმა, რობერტ დე ნირომ, ტომ ჰენკსმა, სილვესტერ სტალონემ, ჯეკ ნიკოლსონმა, ბრიუს უილისმა და ალ პაჩინომ) კადრში ბოლომდე გაშიშვლებაზე და დუბლიორის გარეშე სექსუალური ხასიათის სცენებში მონაწილეობაზე სასტიკი უარი განაცხდეს. ასე რომ, ჯერ კიდევ ფილმის გადაღების დაწყებამდე კინოკომპანიამ არც მეტი, არც ნაკლები მთლიანობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.მაიკლ დუგლასი და შერონ სტოუნი ფილმში "ძირითადი ინსტინქტი"ფილმის სცენარი ჯო ესტერჰაზმა დაწერა. ცნობილი ამერიკელი სცენარისტი 1980 - იან წლებში საკმაოდ რთულ პერიოდს განიცდიდა, ვინიდან მისი თითქმის ყველა ნამუშევარი ერთმანეთის მიყოლებით გაქირავებაში ჩავარდა, შემოქმედებით კრიზისში მყოფს სწორედ ამ დროს გაახსენდა სიუჟეტი ბოროტმოქმედი - ქალის შესახებ, რომელზეც ის, ჯერ კიდევ 1970 - იან წლებში ფიქრობდა. გადმოცემის თანახმად, ესტერჰაზი საკუთარ ბინაში 13 დღის განმავლობაში ჩაიკეტა და ერთი ამოსუნთქვით "ძირითადი ინსტინქტის" სცენარი დაწერა, რისთვისაც რეკორდული თანხა - 3 მილიონი დოლარი მიიღო.მთავარ პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავდათ. ნიკ კარენის (მაიკლ დუგლასი) სახე პოლიციელის მიერ იყო შთაგონებული, რომელსაც სცენარისტი ოდესღაც თავადაც იცნობდა, სამართალდამცველს მოკლული 3 ადამიანი ჰყავდა, რაც ჯოს აფიქრებინებდა რომ მას ადამიანების სიკვდილი სიამოვნებას ანიჭებდა, ხოლო აი, რაც შეეხება მწერალ ქეთრინ ტრამელს (შერონ სტოუნი) ის სცენარში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთხელ სტრიპტიზიორთან გატარებული ღამის შემდეგ, ჯოსთვის ცნობილი გახდა, რომ ქალს თავისი რამდენიმე საყვარელი მოკლული ჰყავდა. სინამდვილეში იყო თუ არა ეს ასე უცნობია, ფაქტია რომ მან ესტერჰაზი დაინდო, თუმცა, სწორედ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ უკარნახა ცნობილ სცენარისტს სიუჟეტის იდეა.ფილმის საბოლოო ვერსია სცენარისგან რადიკალურად განსხვავდებოდა. თავდაპირველად, ინტიმური სცენები გაცილებით ნაკლები იყო - მაგრამ პროდიუსერი დაჟინებით ითხოვდა რომ ფილმი რაც შეიძლება სკანდალური ყოფილიყო და მას, ამ ინიციატივაში რეჟისორიც მხარს უბამდა. ესტერჰაზი კი პირიქით, ამას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. სცენარში ბევრი დეტალის შესახებ მხოლოდ ზედაპირულად, მინიშნებებით იყო ნათქვამი - მაგალითად, მთავარი გმირის ბისექსუალობის შესახებ, თუმცა ყოველი ასეთი მინიშნება, საბოლოო ჯამში, ღია, სექსუალურ სცენებში გადაიზარდა. დუგლასი და ვერჰოვენი ითხოვდნენ, რომ ფილმის ფინალში პოლიციელს ბოროტოქმედი მოეკლა, თუმცა "მომხიბლავი ბოროტების განსახერების" წინაშე მამაკაცის უმწეობის იდეის დაცვა სცენარისტმა მაინც მოახერხა. დისკუსია საკმაოდ ემოციურ ფონზე მიმდინარეობდა ვინაიდან არცერთ თანაავტორს დათმობა არ სურდა. საბოლოოდ მხარეები ასეთ კომპრომისამდე მივიდნენ: ესტერჰაზი შეეგუა, რომ მისი სცენარის მიხედვით საკმაოდ "თამამ" კინოს გადაიღებდნენ, ხოლო დუგლასსა და ვერჰოვენს დათანხმება იმაზე მოუწიათ, რომ საბოლოოდ ბოროტება იზეიმებდა. თუმცა, კონფლიქტი ამით არ ამოწურულა.მთავარი როლის შემსრულებელ, ბოროტმოქმედ - ქალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ, როგორც ცნობილია, როლზე უარი არა მხოლოდ ჯულია რობერტსმა, არამედ მეგ რაიანმა და სხვა კიდევ არაერთმა, ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა თქვა, მაშინ ვერჰოვენმა გადაწყვიტა შეთავაზება შერონ სტოუნისთვის გაეკეთებინა, რომელთანაც ის მანამდე ფილმ "ყველაფრის გახსენებაზე" მუშაობდა, თუმცა, თავად მსახიობი ეჭვობდა რომ მას როლზე არ დაამტკიცებდნენ: "ყველამ იცოდა, რომ "ძირითად ინსტინქტში" ვარსკვლავს უნდა ეთამაშა. მე კი იმ დროს, თუკი ვარსკვლავი ვიყავი, ალბათ, მხოლოდ ფილმ "პოლიციის აკადემია 4-ის". ამიტომ, მისი ჰონორარი საკმაოდ მოკრძალებული, სულ რაღაც - 500 ათასი დოლარი იყო.იმ პერიოდისთვის 34 წლის შერონ სტოუნს წარმატებული კარიერა არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ ის იძულებული იყო რეჟისორის ყველა პირობას დათანხმებოდა. ქეთრინ ტრამელის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის ცნობილი ეპიზოდი სცენარში არ იყო. როგორც ირკვევა, ის თავად რეჟისორმა დაამატა, რომელსაც მსგავსი ცდუნების სცენა საკუთარმა წარსულის მოგონებებმა აღუძრა.შერონ სტოუნი თავის ყველაზე ცნობილ და სკანდალურ როლშირეჟისორმა შერონ სტოუნი დაარწმუნა რომ ძლიერი განათების ფონზე უმჯობესი იქნებოდა თუ ის ამ სცენაში საცვლების გარეშე იქნებოდა, რაზეც მსახიობი უყოყმანოდ დასთანხმდა. ის, რომ კამერა საბოლოოდ მის ქვედაბოლოში "აღმოჩნდა" შერონ სტოუნმა მხოლოდ პრეს - ჩვენებაზე გაარკვია, მაშინ როდესაც უკვე აღარაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა. სიბრაზისგან მან რეჟისორს არც მეტი, არც ნაკლები სახეში სილა გააწნა, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ სცენამ მოუტანა ჰოლივუდის ვარსკვლავს ნამდვილი მსოფლიო აღიარება.სკანდალები როგორც გადაღების პროცესს, ასევე ფილმის ჩვენებებსაც ახლდა: ლგბტ თემმა რეჟისორი ჰომოფობიაში ამხილა, უმცირესობა ფილმში ლესბოსელების შესახებ უარყოფით სტერეოტიპებს აპროტესტებდა.საცენზურო კომიტეტის გასავლელად და კინოთეატრებში ჩვენების ნებართვის მისაღებად ვერჰოვენს ფილმის გადამონტაჟება 14 - ჯერ მოუწია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ალბათ იმის წარმოდგენაც კი რთულია როგორი შეიძლებოდა ფილმის თავდაპირველი ვერსია ყოფილიყო.კადრი ფილმიდან "ძირითადი ინსტინქტი - 2", 2006 წელი918 1-ს მოსწონს |