რელიგია ნამდვილი ამბავი: ეკლესიის შეურაცხყოფის გამო დაღუპული ადამიანი 2020, 24 თებერვალი, 14:40
ეკლესიაში მრავალი სასწაული აღესეულებოდა და აღესრულება დღემდე, თუმცა 1ადამიანია დაღუპული ეკლესიის ეზოში ! ნამდვილი ამბავი, რომელიც ბორჯომის მთელმა რაიონმა იცის ! დიდი ხნის წინ ამ ეკლესიის ეზოში ბიჭები კარტს თამაშობდნენ (იმ დროს ეკლესიის ეზოს საქეიფოდ და დროის გასატარებლადაც იყენებდნენ, რაც დაუშვებელია) ბიჭმა წააგო თამაში და დაიწყო გინება, მეგობარმა გააფრთხილა, რომ გაჩუმებულიყო, რადგან ეკლესიის ეზოში იყვნენ და არ იყო სწორი საქციელი, თუმცა მაინც გაუგრძელებია გინება, ამ დროს ქვა ჩამოვარდნილა კლდიდან ზუსტად იმ ბიჭს დასცემია თავში და მაშინვე დაღუპულა . ამ ამბის შემდეგ ადამიანები მოკრძალებით ადიოდნენ ტაძარში, თუმცა მსგავსი ფაქტი კვლავ განმეორედა. რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა ასეთი რამ: გიორგობა დღეს მთვრალი ადამიანი ეკლესიას უვლიდა გარშემო გინებით, ამ დროს კი ქვების წვიმა წამოვიდა კლდიდან, ეკლესიაში მყოფმა ადამიანებმა სასწრაფოდ ეკელსიაში შეიყვანეს, მუხლებზე დაემხო და გინება ლოცვად აქცია . ამის შემდეგ ეკლესიას ყურადღება მიაქციეს, გაალამაზა იქაური გარემო . ეკლესიის კურთხევის დროს კი მოხდა გასაოცარი ღვთიური სასწაული, რომელზეც მოგიყვებით შემდეგ სტატიაში . 959 3-ს მოსწონს
|