სხვა აფორიზმები ვეფხისტყაოსნიდან(ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა) 2020, 23 თებერვალი, 23:46 “კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა.’’ “სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.’’ “არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!’’ “”სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.’’ “ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად.’’ “რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების.’’ “არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა.’’ “არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.’’ “არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.’’ “რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა!’’ “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა!’’ “ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.’’ “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!’’ 1238 შეფასება არ არის
|