ელ. წიგნები რატომ ჰქვია ქარიშხალებს ქალის სახელები? 2020, 6 აგვისტო, 10:38 ირენი, კატრინა, სენდი და ბოლოს დამანგრეველი ირმა - რას გახსენებთ ეს სახელები? ალბათ ყველა მიხვდით, რომ ქარიშხალებზე გვაქ საუბარი. და რატომ ჰქვია ზოგადად ქარიშხალებს ქალის სახელები? -პასუხის მისაღებად წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი სტატია. საზოგადოებაში ხშირად ჩნდება კითხვა: "რატომ ჰქვია ყველა ქარიშხალს ქალის სახელი?", რეალურად ეს ასე არ არის. სიტუაცია ცოტა არეულია, თუმცა ფაქტია, რომ უმეტეს მათგანს ქალის სახელი ჰქვია. მოდით გადავხედოთ ისტორიას... სინამდვილეში 1950 -იან წლებამდე ქარიშხლებს სახელები არ ჰქონდა. მეტეოროლოგებს დიდი სამუშაოს გაწევა უწევთ იმისთვის, რომ ქარიშხალის სიმძვლავრე დააფიქსირონ, ამიტომ მათ თუ ვკითხავთ რატომ ქალის სახელები, შემდეგნაირად გვიპასუხებენ: "ისინი ქალებს ჰგვანან, მათსავით იქცევიან და ვერ გაიგებ რა დროს, რას გააკეთებენ.. ამიტომ, როგორც ქალი, ასევე ქარიშხალიც იდუმალებით აღსავსეა". 1953 წლიდან უკვე ოფიციალურად აშშ-ს გადაწყვეტილებით, ყველა ქარიშხალს ქალის სახელი დაარქვეს. ამერიკელ მეტეოროლოგებმა ქალის სახელები იდეალურად ჩათვალეს და ყველა ქარიშხალს თანმიმდევრობით ქალის სახელი დაარქვეს. ასე გაგრძელდა 25 წლის განმავლობაში... როდესაც ფემინისტური ჯგუფების პროტესტი გაიზარდა, 1978 წლიდან ქარიშხალებს მამაკაცის სახელებიც დაუმატეს. ოღონდ პირველი ასო არ უნდა ყოფილიყო ლათინური ანბანის (q, u, x, y, z ). თუ ერთ წელიწადში 21-ზე მეტი ქარიშხალი მოხდება, მაშინ ბერძნული ანბანის პირველ ასოებს გამოიყენებენ. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ ბუნებრივ მოვლენებს სახელებს მოახლოებისას კი არ არქმევენ, არამედ უკვე წინასწარ იციან თუ რა ერქმევა შემდეგ ქარიშხალს. უფრო კონკრეტულად, რომ აგიხსნათ, გამზადებულია სახელების სია მომავალი ქარიშხალებისა. გამოდის, რომ სახელები სრულიად შემთხვევითობით არის არჩეული. მაგალითად 2005 წელს, როდესაც აშშ-ს ნიუ ორლეანსს კატრინას ქარიშხალმა დამანგრეველი ზიანი მიაყენა, საზოგადოებამ კატრინა საშინელ ქარიშხალად გამოაცხადა, თუმცა შესაძლოა მომდევნო წლებში 100-ჯერ უფრო სუსტ ქარიშხალს ისევ კატრინა ერქვას, ხოლო ბევრად უფრო ძლიერ კიდევ სხვა სახელი და ა.შ. გარდა ამისა, კვლევამ საინტერესო რამ გამოაშკარავა, ცნობისთვის ქალის სახელის ქარიშხალებმა 10 ჯერ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე კაცის სახელის ქარიშხალებმა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! <<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა 27 წლის წინ კორონავირუსი და კობი ბრაიანტის სიკვდილი? გადარჩენილი კაცობრიობა : ბონილას კომეტა ისინი არ ბერდებიან - 14 ადამიანი, რომლებიც ახალგაზრდებს არაფრით ჩამორჩებიან! 7 საშიში წყლის ბინადარი, რომლებიც ადამიანებმა ამაზონის მდინარეში დაიჭირეს! 4 გამოგონება, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს! როგორი იქნება 2020 წელი მორიელებისთვის? ჩვენი ბავშვობის მულტფილმების დასასრულები, რომელიც ტელეარხებმა არ გააშუქეს ქორწილის დღეს მიტოვებული პატარძალი - ღმერთი უპასუხოდ არავის ტოვებს! ჩინური სამზარეულოს ყველაზე ამაზრზენი საკვები, რომლის ნახვის შემდეგ შიმშილის გრძნობას დაკარგავთ! კურკუმა - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! 957 7-ს მოსწონს
|