სხვა მორაგბეზე გამოთქმული მოსაზრების გამო, რომელმაც ცოლ-შვილი ცოცხლად დაწვა ავტომობილში, გამომძიებელი სამსახურიდან დაითხოვეს 2020, 23 თებერვალი, 10:14 ავსტრალიელი ყოფილი რაგბისტი როუან ბაკსტერი, რომელიც მეუღლესა და მის სამ შვილთან ერთად მანქანაში დაიწვა და გამომძიებელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა სამსახურდიან დაითხოვეს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა გამომძიებლის განცხადება, სადაც მომხდარ ტრაგედიაში თავად მსხვერპლი დაადანაშაულა. ბაკსტერის მეუღლე, 31 წლის ჰანა კლარკი და მათი შვილები დაიღუპნენ მას შემდეგ, როდესაც ბაკსტერმა ცეცხლი წაუკიდა მანქანას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, თუმცა ყოფილი მორაგბეც გარდაიცვალა. მეუღლეები ინციდენტის დროს ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ავსტრალიური მედიის ცნობით, ბაკსტერი მანქანას მიუახლოვდა, ბენზინით გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ის სავარაუდოდ ჯერ მანქანაში ჩაჯდა, შემდეგ გამოვიდა და ტროტუარზე გარდაიცვალა ავტომობილში ცოცხლად ამოიბუგა სამი შვილი- ექვსი, ოთხი და სამი წლის ბავშვი . პოლიციის ცნობით, ბაკსტერი მანქანის გვერდით აღმოაჩინეს გარდაცვლილი, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე ჰანა კლარკი საავადმყოფოში გარდაიცვალა მიღებული დამწვრობისგან. თვითმხილველების თქმით, მან მოახერხა მანქანიდან გამდოხტომა, რა დროსაც ყვიროდა: "მან ბენზინი გადამასხა". მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ჰანა კლარკმა არაერთხელ მიმართა პოლიციას, დაეცვათ იგი ოჯახური ძალადობისგან და გამოეწერათ ე.წ. შემაკავებელი ორდერი. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, გამომძიებელმა მარკ ტომპსონმა განაცხადა, რომ არ უნდა იფიქროთ, რომ საქმეში ყველაფერი ნათელი და აშკარაა .მან მოუწოდა ყველას, ვისაც ოჯახთან კავშირი ჰქონდა, დაკავშირებოდნენ გამოძიებას. ”ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინფორმაცია და გულწრფელად რომ ვთქვათ, არის ხალხი, ვინც გადაწყვეტს, რომელ მხარეს დადგეს ამ გამოძიებაში”, - თქვა მან. ”არის თუ არა ეს შემთხვევა, როდესაც ქალი განიცდიდა ოჯახში ძალადობას და შვილებთან ერთად დაიღუპა ქმრის ხელით, ან ეს ის შემთხვევაა, როდესაც მამაკაცი რაღაც გარემოებებმა აიძულა, რომ ეს ჩაედინა?” დაამატა მან. ფოტოზე: მოქალაქეები ყვავილებს ალაგებენ ტრაგედიის ადგილზე გამომძიებლის ამ ბოლო სიტყვებმა აღშფოთება გამოიწვია ავსტრალიურ საზოგადეობაში. ქუინსლენდის შტატის პოლიციის უფროსმა კატარინა კეროლმა გააკრიტიკა მისი დაქვემდებარებაში მყოფი გამომძიებლის სიტყვები, აღნიშნა, რომ ეს არის მსხვერპლის დადანაშაულება და ბოდიში მოიხადა. მან დასძინა, რომ ტომპსონი ძალიან კარგი პოლიციელია და ის ძალიან ნანობს თავის სიტყვებს და მასზე რეაქციას. მისი თქმით, ტომპსონმა ნებაყოფლობით უარი თქვა გამოძიებაში მონაწილეობაზე. 407 4-ს მოსწონს
|