x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აი, რამდენი საკვების ყიდვაა შესაძლებელია ავსტრალიაში ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად

image


ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რამდენ თანხას დაზოგავთ თუკი მოწევას თავს დაანებებთ? აი, ლონსესტონის მკვიდრი ჯუდი ლოუსონი კი დაფიქრებულა. მან საკუთარ შვილიშვილთან ერთად გადაწყვიტა ექსპერიმენტის ჩატარება, რათა გაერკვია, თუ რამდენი საკვები პროდუქტის შეძენა შეიძლებოდა 1 კოლოფი სიგარეტის ფასად, ვინიდან ავსტრალიაში სიგარეტი ძალიან ძვირია, შედეგმა მართლაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა.


image


ის, რომ ავსტრალიაში სიგარეტი "ძალიან ძვირი" ღირს, ეს გადაჭარბებული სიტყვები არ გეგონოთ. ერთი კოლოფი სიგარეტის (40 ცალი) ღირებულება 56, 95 ავსტრალიურ დოლარს შეადგენს. დიახ, ავსტრალიაში მოწევა არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ საფულესაც საგრძნობლად ვნებს.



image


მოდით, შეძენილი პროდუქტების ქვითარს თვალი ერთად გადავავლოთ:




1. 972 გრამი ბანანი


2. 2 ლიტრი რძე


3. 1 კგ მარგარინი


4. 1 კგ მარწყვის იოგურტი


5. 1.2 კგ ძროხის სოსისი (2 შეფუთვა, თითო 600 გრ)


6. 500 გრამი საქონლის ხორცის ფარში


7. 500 გრამი ყველი


8. 1 კგ გაყინული ლობიო


9. 1 კგ გაყინული ბარდა


10. 1 კგ სტაფილო


11. 2 კგ კარტოფილი


12. 1 კგ ვაშლი


13. 500 გრამი სოუსი პასტისთვის


14. 500 გრამი სპაგეტი


15. 1.12 კგ ხორბლის ორცხობილა


16. 380 გრამი "სნეკი"


17. 1.3 კგ თეთრი პური (2 ცალი, თითო 650 გრ)




image


საერთო ღირებულებამ 56.85 ავსტრალიური დოლარი შეადგინა, გაგიკვირდებათ და, სიგარეტთან შედარებით ცოტა ნაკლებიც კი, ასე, რომ წარმოიდგინეთ - ავსტრალიაში დღეში ერთი კოლოფი მოწეული სიგარეტი ღირებულებით თითქმის მთელი კვირის სამყოფ მენიუს უტოლდება. ჯანმრთელობაზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედების შესახებ აღარაფერს დავწერ... დანარჩენს კი თქვენ თავადაც ხედავთ, რადგან ფოტო სიტყვებთან შედარებით გაცილებით მეტს ამბობს.




0
633
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
633