სხვა როგორ ისვენებს ირანის ოქროს ახალგაზრდობა 2020, 22 თებერვალი, 20:37
ირანი მსოფლიოში თავისი მკაცრი რელიგიური კონსერვატიზმით არის ცნობილი, განსაკუთრებით კი, როცა საქმე - ქალებს, ალკოჰოლსა და უფროსებისადმი დამოკიდებულებას ეხება. თუმცა ირანის უმდიდრესი ოჯახის შვილები, რომლებიც თავიანთი მდიდრული ცხოვრების ამსახველ ფოტოებს პერიოდულად სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ აღმოსავლეთის ოქროს ახალგაზრდობას გართობა ევროპელებზე არანაკლებ შეუძლიათ. კონსერვატორული ირანის მაღალი თანამდებობის პირთა მემკვიდრეები, საკუთარ სტატუსს, სიმდიდრესა და შესაძლებლობებს არ მალავენ და ელიტური ავტომობილებისა და ძვირფასი აქსესუარების საშუალებით თავს მილიონობით, ერთგული გამომწერის წინაშე სისტემატურად იწონებენ. მაშ ასე, მოდით ვნახოთ თუ როგორ ერთობიან ამ მრავალსაუკუნოვანი ისლამური რესპუბლიკის თანამედროვე ოქროს ახალგაზრდობა.669 1-ს არ მოსწონს |