რელიგია ნამდვილი ამბავი: როგორ გადაარჩინა წმინდა გიორგის ძალამ 200 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდნილი 7 წლის ბავშვი 2020, 22 თებერვალი, 12:28
ბორჯომის რაიონი სოფ. დაბა (XIV სკ) სასწაულმოქმედი წმ. გიორგის სახელობის ეკლესია .
ვეცდები მოგიყვეთ ერთ-ერთი სასწაული რომელსაც მეც შევესწარი ბავშვობაში.
ეკლესია კლდეშია აგებული, ამ კლდეს რომ გავუყვეთ ვიწრო და საშიში ბილიკია, ასევე გამოქვაბულებიცაა რომლის ზემოთ და ქვემოთ არსებული კლდის მთლიანი სიმაღლე დაახლოებით 200მ-ია, საიდანაც 7წლის ბავშვი გადმოვარდა !
მამა-შვილი სოფ. ტბიდან სოფ. დაბაში ფეხით მოდიოდა, ბავშმა უთხრა მამას : -მე მოკლე გზა ვიცი, ამ გზით წავალ და მალე შეგხვდები. ბავშვი გაიქცა ფეხი აუცდა კლდიდან გადმოვარდა და ბუჩქს მოეჭიდა დაახლოებით 200მ სიმაღლეზე (იმ კლდეზე სადაც ეკლესია მდებარეობდა ) ბავშვი განწირული ხმით შველას ითხოვდა, ეკლესიის დაბლა მდელოა, სადაც ბაღებია, სწორედ იმ ბაღში ფუსფუსებდნენ ჩემი ბებო და პაპა, მეც მათთან ერთად ვიყავი . ბებიამ დაუძახა რა გქვია? იქიდან ისმოდა ხმა -მიშიკო მქვია, მიშველეთ! სასწრაფოდ გავიქეცით მოსახლეობას რომ გაეგო, დაახლოებით საათნახევარი იყო ბავშვი იმ ბუჩქზე ჩაოკიდებული . სანამ მოსახლეობა მობილიზდა, თოკები გადააბეს ერთმანეთს და წავიდნენ ბავშვის გადასარჩენად, საკმაოდ მიუვალი ადგილი იყო თოკო არ მისწვდა, კაცებმა მაშინვე ქამრები მოიხსნეს გადააბეს თოკს და გადაარჩინეს . ბავშვი ჩამოიყვანეს, მახსოვს მამამისს ფერი არ ედო ისეთი გაფითრებული იყო შიშისგან, ხალხი ბავშვს შემოეხვია ბავშმა კი თქვა: -საერთოდ არ მტკივა ხელები, თითქოს ვიღაცას ვეჭირე ზემოდან . გადმოატრიალა თეთრი ხელის გულები პატარამ, მას სიწითლეც კი არ ჰქონია. იღიმებოდა, მისი ხელები ყველამ ვნახეთ მივხვდით, რომ ქრისტესმიერი წმ. გიორგის კიდევ ერთი სასწაული იყო . ალბათ ზოგი არ დაიჯერებთ თუცა ეს ჩემი თვალით ვნახე და კიდევ ბევრი რამ რ, აუცილებლად მოგიყვებით შემდეგ სტატიაში . უფალი გფარავდეთ ყველას . 1126 3-ს მოსწონს
|