x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138415
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
დედა ნახე, მამა ნახე... – როგორ დავადგინოთ მომავალი შვილის გარეგნობა წინასწარ

ადამიანის გენომში სხვადასხვა სახის გენები არსებობენ, რომლებიც ერთი და იგივე ნიშნებზე არიან პასუხისმგებელნი. მაგ., ყავისფერი და ცისფერი თვალების გენები. ეს გენები შეიძლება ერთდროულად ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ მათგან, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი ვლინდება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, როდესაც, ადამიანს ერთი თვალი ცისფერი, ხოლო, მეორე – ყავისფერი აქვს (ან, ნებისმიერი, სხვა ფერთა კომბინაციით).

იმ გენებს, რომლის ნიშნების გამოვლენაც ხდება, დომინანტურებს უწოდებენ. ხოლო, გენებს, რომლის ნიშნები ითრგუნება, – რეცესიულებს. რეცესიული გენის ნიშნები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს, თუ ერთმანეთს, 2 მემკვიდრეობითი რეცესიული გენი შეხვდება.


image


მაგ., ცნობილია, რომ მუქი ფერის თვალები – დომინანტობის ნიშანია, ხოლო ცისფერი და მწვანე ფერის – რეცესიულებია. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ დედას და მამას ყავისფერი თვალები აქვთ და მათ შვილს – ცისფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მშობლების გენომში, ორივე მხრიდან, რეცესიული გენი არსებობდა, თვალის ცისფერი ფერით და ეს გენები შეხვდნენ ერთმანეთს.

ასე, რომ, დედ–მამის და მათი მშობლების გარეგნობის ანალიზით და გენეტიკის კანონებზე დაყრდნობით, მომავალი შვილის გარეგნობის პროგნოზირება სავსებით შესაძლებელია.


კანი და თანდაყოლილი ლაქები


* მუქი ფერის კანი ყოველთვის დომინანტურ მდგომარეუბაშია, ღია ფერთან შედარებით.
* პიგმენტური (თანდაყოლილი) ლაქები მემკვიდრეობით გადაეცემა, როგორც დომინანტური. მშობლებიდან ერთ–ერთს თუ ჭორფლია აქვს, სავარაუდოდ, ბავშვიც ჭორფლიანი იქნება.
* სქელი კანი, თხელზე დომინანტურია.


სახის ნაკვთები


* სახის მრგვალი ოვალი დომინირებს ოთხკუთხედზე.

* დომიანტური ნიშნის მატარებელია წინ გამოწეული ყბებიც.
* ჩაჩხვლეტილი ნიკაპიც დომინანტურია და მემკვიდრეობით გადაეცემა.
* სქელი და ხშირი წარბები, თხელზე და მეჩხერზე დომინირებს. ხოლო, გრძელი წამწამები, – მოკლე წამწამებზე.


ცხვირი


* დიდი ცხვირი, ოვალური ნესტოებით, ყოველთვის დომინირებს წვეტიან ცხვირის ფორმაზე.
* კეხიც დომინანტური ნიშანია.
* იმ შემთხვევაში, თუ მშობლებიდან ერთს სწორე ცხვირი აქვს, ხოლო მეორეს – ზემოთ აბზეკილი, ბავშვი სწორე ცხვირით დაიბადება.



პირი


* ფუმფულა ტუჩები ბევრად მომგებიან მდგომარეობაშია, ვიდრე წვრილი.
* ღარი წინა კბილებს შორის, მემკვიდრეობით გადაეცემა და დომინანტურ ნიშნად ითვლება.
* ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ კარიესისადმი მიდრეკილება, ასევე დომინანტური ნიშანია და ბავშვი მას მემკვიდრეობით იღებს.


ყურები


* ყურის წვეტიანი ფორმები, ყოველთვის დომინირებს მრგვალ ფორმებზე.
* შეზრდილი ყურის ბიბილო, თუ მშობლებიდან რომელიმეს აქვს, ყოველთვის უთმობს ადგილს თავისუფალ ბიბილოს.


თმა


* ისევე, როგორც თვალის ფერის შემთხვევაში, მუქი ფერის თმა ყოველთვის დომინანტია. ხოლო, – წითური, უფრო ხშირად ორი რეცესიული გენის შეერთების შედეგი შეიძლება იყოს, რადგან, ეს ფერი ადგილს, ღია ფერსაც კი უთმობს. მაგ., თუ მშობლებიდან, ერთი ქერაა, ხოლო მეორე – წითური, ბავშვი ქერა იქნება.
* ხუჭუჭა თმა ტალღოვანზე დომინირებს, ხოლო ტალღოვანი – სწორ თმაზე.
* მემკვიდრეობით გადაეცემა ბავშვს დიდი რაოდენობით თმა სხეულზე და სახეზე.
* მამაკაცების შემთხვევაში, ადრეული გამელოტება, ასევე მემკვიდრეობითია. ხოლო, ქალების შემთხვევაში, ეს ნიშანი რეცესიულია.


სიმაღლე


თუ მშობლებიდან ერთი მაღალია, ხოლო მეორე – საშუალოზე დაბალი, ბავშვი მაღალი იქნება, რადგან მაღალი, – დაბალზე, დომინირებს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გენური მუტაციების უმრავლესობას მემკვიდრეობითობის რეცესიული მექანიზმი გააჩნია. ეს ერთგვარი დაცვითი მექანიზმია, რომელიც ბუნებამ იმისთვის გამოიგონა, რომ პოპულაციის გადაშენება არ მომხდარიყო. მაგ., ცისფერი თვალები, ღია ფერის კანი და თმა, სწორედ უძველესი გენეტიკური მუტაციებია, რომლებმაც დღემდე მოაღწია.

imageimageimageimageimageimageimage






3
375
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
375
  
2020, 26 თებერვალი, 11:17
ვიცი, საყვარელო, თუმცა ჩემი ქმარი საკმაოდ დიდხანს მიყურებდა ეჭვის თვალით)))))))))))))))))))))
2020, 26 თებერვალი, 11:10
მწვანე ფერი რეცესიულია და რადგან ბავშვს ასეთი ფერის თვალები აქვს, თქვენ და თქვენ მეუღლეს გენებში აუცილებლად გექნებათ, წინაპრებისგან მიღებული, მწვანე ფერის თვალის გენი. სხვანაირად ვერ გამოვიდოდა.
2020, 26 თებერვალი, 11:04
მე და ჩემს მეუღლეს ყავისფერი თვალები გვაქვს, ჩემს ბიჭს მწვანე)))
0 1 3