x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138450
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
ტომ კრუზი, სილვესტერ სტალონე და არა მხოლოდ: ცნობილები საყვარელ ავტომობილებთან ერთად
ბევრი ცნობილი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ძვირადღირებულ ავტომობილს, რომელიც უზარმაზარი თანხა ღირს. აი, რამდენიმე ვარსკვლავი, რომელთაც ლამაზი მანქანები უყვართ.


ტომ კრუზი

გასაოცარი არაა, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავს ტომ კრუზს ავტომობილები და მოტოციკლები უყვარს. ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავს სატრანსპორტო საშუალებების თავისი კოლექცია ძალიან უყვარს.

image


ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ავტომობილს ფლობს, რომლის ღირებულებაც 1, 7 მლნ დოლარს შეადგენს - Bugatti Veyron. ეს ელეგანტური ავტომობილი მსახიობს ქალაქში მოდურად გადაადგილების საშუალებას აძლევს. როცა მას მანქანის ტარების განწყობა არ აქვს, შეუძლია მის კოლექციაში არსებული 9 მოტოციკლიდან ერთ-ერთი აირჩიოს.


სილვესტერ სტალონე

სრული სიმართლეა, რომ „როკის“ და „რემბოს“ ვარსკვლავს ავტომობილების მიმართ ლტოლვა აქვს. მისი წარმატებული კარიერის გათვალისწინებით, მან რამდენიმე ინვესტიციის განხორციელება შეძლო, რომელიც ნაყოფიერი აღმოჩნდა.

image

ეს მოიცავს ავტომობილების კოლექციას, რომელიც ჯამში 400 მლნ დოლარს შეადგენს. მათ შორის გამოიყოფა Bently Continental GTC, Aston Martin DBS, Ferrari 599 GTB Fiorano.

ყველა ავტომობილი სტალონეს მამაკაცობას ასახავს. 2016 წელს მსახიობმა Mercedes-Benz G550 შეიძინა, რომლის ფასიც 166 ათას დოლარს შეადგენს.


კლინტ ისტვუდი

თუ რეჟისორის, მსახიობის და მუსიკოსის საბანკო ანგარიშს გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის მდიდრულ ავტომობილებს ფლობს.

image

სინამდვილეში, ის დაბალ პროფილურ მანქანას ფლობს, რომელიც მხოლოდ 30 ათასი დოლარი ღირს. კლინტ ისტვუდი თვლის, რომ GMC Typhoon შესანიშნავი მანქანაა.


რობერტ დაუნი უმცროსი

„რკინის კაცის“ ვარსკვლავს აბსოლუტურად ყველაფერი უყვარს. უმეტესობა ჩვენგანი თვლის, რომ ჰოლივუდში არაა მსახიობი, რომელიც ტონი სტარკის როლს დიდებულ რობერტ დაუნი უმცროსზე უკეთ შეასრულებდა.

image

მან თავბრუდამხვევი კარიერა ააწყო და საკმაოდ შთამბეჭდავი კაპიტალის დაგროვება შეძლო.

ავტომობილი Acura NSX Concept მის კოლექციაში ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა.


დევიდ ლეტერმანი

ტელეწამყვანი ბავშვობიდან საკმაოდ პოპულარული ფიგურა იყო ტელევიზიაში.

image

ის ავტომობილების შთამბეჭდავ კოლექციას ფლობს, რომელიც მოიცავს მდიდრულ მანქანებს, მათ შორისაა Austin Healeys, Chevrolet Cheyenne, Ferrai, Porsches და მისი საკულტო Jaguar XK 140. რამდენადაც ცნობილია, „იაგუარი“ თითქმის 137 ათასი დოლარი ღირს.


ჯეისონ მომოა

ამერიკელი მსახიობი, რომელიც ბევრ ცნობილ ფილმში მონაწილეობდა, ჯეისონ მომოა შოუ ბიზნესის მწვერვალზე მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც საკულტო სერიალში „სამეფო კარის თამაშებში“ მონაწილეობა მიიღო. ასევე მისი პოპულარობა ცნობილი სუპერ გმირის აკვამენის შესრულების შემდეგ გაიზარდა.

image

გარეგნობის მიუხედავად, მსახიობი ვარდისფერ კადილაკს ფლობს. მან მანქანას „ბერნადეტი“ უწოდა. ასევე მომოას კოლექციაშია Land Rover Defender Series 3 და მოტოციკლი Harly Davidson.


ტომ ბრედი

მისი პოპულარობა NFL-ში დიდი წვლილის წყალობით გაიზარდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს მოდელზე, ჟიზელ ბუნდჰენზეა დაქორწინებული. მიუხედავად იმისა, რომ სუფთა კაპიტალი 180 მლნ დოლარს შეადგენს, მისი მეუღლის შემოსავალი ამას ორჯერ აჭარბებს.

image

ტომ ბრედი ძვირადღირებული ავტომობილების თაყვანისმცემელია, ამიტომ Bugatti Veyron Super Sport შეიძინა, რომელზეც ზუსტად 3 მლნ დოლარი დახარჯა.


ლეონარდო დიკაპრიო

ის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად ითვლება ჩვენს ეპოქაში. ვარსკვლავის სტატუსი მას შემდეგ მიიღო, რაც „ტიტანიკში“ გადაიღეს. ლეონარდო სიჩქარის ნამდვილი მოყვარულია.

image

ის თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულია, ამიტომ შეუძლია სისწრაფის მიმართ ლტოლვა დაიკმაყოფილოს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს.

მსახიობი Fisker Karma Hubrid და Tesla Roadster მფლობელია. ორივე თანამედროვე ელექტრომანქანაა.


ტომ სელეკი

ტომ სელეკი პოპულარული მსახიობია, რომელიც მაყურებლებს ჯერ კიდევ 80-იანი წლების ფილმიდან ახსოვს. განსაკუთრებით ცნობილია საკულტო ულვაშებით და ჰავაური პერანგებით.

image

ტომ სელეკი უნიკალური Porsche-ს მფლობელია. ეს არის ავტომობილი, რომელზეც სხვებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ. მსახიობს დიდი სიჩქარე უყვარს.


რობერტ რედფორდი

იმის მიუხედავად, რომ რობერტი უკვე პენსიაზეა, კინოინდუსტრიის სფეროში ახალგაზრდებისთვის კვლავ შთაგონებას წარმოადგენს. ის ყოველთვის სუპერ მსახიობი იყო, ასევე უამრავი სარეჟისორო ჯილდო აქვს მიღებული.

image

რობერტ რედფორდი 1964 წლის ავტომობილის Porsche 904 GTS მფლობელია. მისი დანახვა ნამდვილად ღირს, რომ გაიგოთ, თუ რამდენად დიდებულია.


ასევე დაგაინტერესებთ:

ავტომობილის ერთი მოდელი, რომელშიც არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა! აი, ის

image

წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი მანქანაში: რატომ შეიძლება იყოს სასიკვდილოდ სახიფათო

image

რა გავაკეთოთ საცობში მოხვედრის დროს?

image

ეს უბრალოდ არის რაღაც ფანტაზიის ჟანრიდან. მდიდრული სასტუმრო ბორბლებზე

image

მაქსიმალური ეკონომია: ავტოსახლი მზის ბატარეებზე

image


0
922
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
922