სხვა ვიქტორიანული ეპოქის საშინელებები: 6 ამაზრზენი ფაქტი ქალების ცხოვრებიდან 2020, 19 თებერვალი, 19:15 საზოგადოებაში ქალის მდგომარეობა ყოველთვის განსჯის საგანი იყო, მათ შორის ისტორიაში, ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, გამუდმებით მიმდინარეობდა და დღემდე მიმდინარეობს კამათი - ქალის, როგორც ადამიანის, საზოგადოების წევრისა და როგორც ინტიმური ურთიერთობების ობიექტის ჭეშმარიტი ღირებულებების შესახებ. სხვადასხვა ეპოქაში მას სხვადასხვანაირად აფასებდნენ, მაგრამ ფაქტებზე, რომლებზეც დღეს გადავწყვიტე მოგიყვეთ, ნამდვილად შოკში ჩაგაგდებთ. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ!ისტერიის მკურნალობა მასტურბაციის დახმარებითრაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ვიქტორიანულ ეპოქაში ქალებს ისტერიისგან მასტურბაციის დახმარებით მკურნალობდნენ. საზრიანმა ექიმებმა შეამჩნიეს, რომ "ინტიმურ ზონაზე თითებით მასაჟი" ქალებზე არა მხოლოდ დადებითად მოქმედებდა, არამედ მას სასწაულებრივი შედეგიც ჰქონდა. მეთოდი, რომელიც ქალებს გაღიზიანებისა და შფოთვისგან წამებში ათავისუფლებდა, სამედიცნო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა.ქალის საცვალი ღია უბითიმ ეპოქაში ქალის საცვლები (ე.წ. პანტალონები) სრულიად დამოუკიდებელი, ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომლებიც წელზე, ღილის საშუალებით ერთდებოდა, ქვემოთ კი, სრულიად თავისუფალი იყო, რაც "გარკვეულ" შემთხვევებში საკმაოდ მოსახერხებელი იყო და ქალბატონებს ზედმეტ პრობლემებსაც თავიდან აცილებდა.მენსტრუაციის საშინელებებირა თქმა უნდა, იმ პერიოდში რაიმე ჰიგიენური საშუალებების შესახებ ვერც ვერავინ იოცნებებდა, ამიტომ ქალები ძირითადად საკუთარი ხელით დამზადებულ ან ქსოვილის "საფენებს" იყენებდნენ ან დიდად, თავსაც არ იწუხებდნენ და პირდაპირ, მრავალფენიან ქვედაბოლოებს ატარებდნენ (ალბათ, თავადაც მიხვდით რატომაც)ეპილაცია? არა, მისდაგვარი არაფერი სმენიათ!იმ დროისთვის სამართებელი, ისევე როგორც დეპილაციისთვის საჭირო საცხები უკვე არსებობდა, თუმცა პირველი - ძალიან გავრცელებული არ იყო, ხოლო მეორე საკმაოდ ტოქსიკურად ითვლებოდა, ამიტომ, როგორც წესი, ქალები თმას მხოლოდ სახიდან ან ხელიდან იცილებდნენ, სხეულის დანარჩენ ნაწილებზე კი მათ საშინელი ჭარბთმიანობა აღენიშნებოდათ, თუმცა, ეს არავის ანაღვლებდა.ფართო ხაბარდამე -19 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში, მოდაში ძალიან განიერი ხაბარდა (კრინოლინი - განიერი ქვედატანი, რომელსაც შიგნით დატანებული ჰქონდა ფოლადის მავთულები; მოდაში იყო მე-19 ს. 60 – 70-იან წლებში) შემოვიდა, ისინი იმდენად დიდი იყო, რომ ქალები ხშირად კარებშიც კი იჭედებოდნენ.ხორცის ნიღბებივიქტორიანელი ქალების აზრით, უმი ხორცი კანს გაახალგაზრდავებაში ეხმარეობდა და მას წარმოუდგენელ ელასტიურობას ანიჭებდა. იმ ეპოქაში განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ უმი ძროხის ხორცის ნიღბები სარგბელობდა, რომლებსაც ქალები თხელ ნაჭრებად დაჭრილს სახეზე იფენდნენ.938 2-ს მოსწონს |