x
მეტი
  • 26.12.2024
  • სტატია:139068
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ვიდეო: კამერით გადაღებული ყველაზე ანომალიური ადგილები
image



ბევრი რამ, რასაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნის, ანომალიად მიიჩნევა. დღეს, თითქმის ყველა ბუნებრივი მოვლენა აიხსნება ფიზიკური კანონებისა და მათემატიკური ფორმულების გამოყენებით, თუმცა, დღეს მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ადგილი, რომელთა ახსნა შეუძლებელია.




image



1. გზები გრავიტაციის გარეშე




ფიზიკის კანონებისა და საღი აზრის კანონების საწინააღმდეგოდ, მსოფლიოში არის გზები, სადაც გრავიტაცია იწყებს მუშაობას ძალიან უცნაური გზით. ასეთ ადგილებში ნეიტრალური სიჩქარით დარჩენილი მანქანები წინ კი არ მიდია, არამედ მაღლა მოძრაობენ.


გორაკიდან ჩამოვარდნილი ბოთლი იწყებს უკან დაბრუნებას და ასეთ ადგილებში წყალი მიედინება უკუღმა. ამ თემაზე ინტერნეტში უამრავი ვიდეოა განთავსებული და მსოფლიოს მთავარი არხები ამ საიდუმლო ადგილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.






2. ეშმაკის ღრმული


ეშმაკის ღრმული უცნაურობებით მოცული გეოლოგიური ფენომენია. აშშ – ის შტატის მინესოტის შტატის პარკში მიედინება მდინარე, რომელიც ერთ ადგილას, ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი ტბებში მიედინება, მეორე კი ორმოში ჩადის(ეშმაკის ღრმული). ფენომენი ის არის, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ სად მიდის წყალი.



მრავალი წლის განმავლობაში, მეცნიერები ცდილობენ ახსნა-განმარტების პოვნა ს, თუ სად ქრება წყალი. მათ სპეციალური კამერებიც ჩაყარეს და საღებავიც ჩაასხეს წყალში მაგრამ კამერები მწყობრიდან გამოვიდა და საღებავიც ვერსად ნახეს.






3. კაპუჩინოს სანაპირო



ძირითადად, ასეთი უცნაური შემთხვევა ხდება დეკემბერში, ლანკაშირის სანაპირო კურორტზე. ქალაქის მთელი სანაპირო ნაწილი დაფარულია სქელი ზღვის ქაფით. იმდენი ქაფია, რომ მთლიანად ტბორავს მთელ სანაპირო ნაწილს.



ამ ფენომენს კაპუჩინო ეწოდება, მისი მსუბუქი ყავისფერი შეფერილობის გამო. ითვლება, რომ ეს ხდება წყალმცენარეების, ზღვის მარილისა და ნაგვის შერევის გამო. ქარის გავლენის გამო ჩნდება სქელი ქაფი, რომელიც ნაპირზე გადმოდის.






1
582
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
582
  
2020, 20 თებერვალი, 13:36
საინტერესოა
0 1 1