x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139018
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512556
ვიდეო: მისისიპის შტატში ათასობით სახლი წყალდიდობის გამო წყალით დაიფარა
image



აშშ-ის მისისიპის შტატში, ამავე სახელწოდების მდინარე, რომელიც ყველაზე დიდი მდინარეა შეერთებულ შტატებში, ნაპირებიდან გადმოვიდა.


შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისათვის წყლის დონემ 11 მეტრს გადააჭარბა და კვლავ იზრდება.


წყლის ქვეშ დაიფარა ასობით სახლი. წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე შენობა მთლიანად დაინგრა.



სტიქიის დარტყმის შედეგადად მისისიპის დედაქალაქის რამდენიმე მხარეში და ქალაქ ჯექსონში სახლები წყალით დაიფარა.. მდინარის წყალდიდობა საფრთხეს უქმნის კიდევ უფრო მეტ სახლებს. იმ სახლების რაოდენობა, რომლებიც შეიძლება წყლის ქვეშ ჩაიძიროს, ათასობით იზრდება. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.


ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მდინარეში წყლის დონე 11.43 მ-მდე ანუ რეკორდულ დონეზე მოიმატებს, ხოლო, წყალდიდობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.







0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0