კინო იწინასწარმეტყველეს თუ არა სიმპსონებმა 27 წლის წინ კორონავირუსი და კობი ბრაიანტის სიკვდილი? 2020, 4 აგვისტო, 12:06 სიმპსონები - ამერიკული ანიმაციური სიტკომი, შექმნილი მეტ გრენინგის მიერ Fox Broadcasting Company-სთვის. იგი არის მუშათა კლასის ცხოვრების სატირული გადმოცემა. მთავარი პერსონაჟები არიან სიმფსონების ოჯახის წევრები – ჰომერი, მარჯი, შვილები ბარტი, ლიზა და მეგი. მოვლენები ვითარდება სპრინგფილდის გამოგონილ ქალაქში. სერიალში უხვად არის ამერიკული კულტურის, საზოგადოების, ტელევიზიის და ადამიანების ყოფის პაროდირება. 1989 წლის 17 დეკემბერს დებიუტიდან მოყოლებული, დღემდე გამოსულია სერიალის 628 ეპიზოდი. დღეისთვის უკანასკნელი, 29-ე სეზონი, დაიწყო 2017 წლის 1 ოქტომბერს. „სიმფსონები“ ეთერში გასვლის მიხედვით არის ყველაზე ხანგრძლივი ამერიკული ანიმაციური გადაცემა. სიმპსონები სერიალის გარდა საინტერესო ფაქტებსაც გვაწვდის. მათი ძალიან ბევრი სერია წინასწარმეტყველებად ჩაითვალა, რაც საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. ბოლო დღეებში გავრცელდა ვიდეორგოლი სიმფსონების სერიალიდან, სადაც ჩანს კობი ბრაიანტის სიკვდილის წინასწარმეტყველება. გარდა ამისა, ამჯერად კიდევ ერთ სერიაზე იქნა ყურადღება გამახვილებული, სადაც ერთგვარ ვირუსზეა საუბარი. კრიტიკოსების აზრით, შესაძლოა სიმპსონებმა კორონავირუსიც იწინასწარმეტყველეს. კობი ბრაიანტის სიკვდილი
NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი, ლეგენდარული კობი ბრაიანტი ვერტმფრენის ავარიით 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა კიდევ უფრო გააუბედურა მისი ქალიშვილის, 13 წლის ჯიანა ბრაიანტის სიკვდილმაც, რომელიც ასევე მამასთან ერთად ვერტმფრენში იმყოფებოდა. სიმპსონების ერთ-ერთ სერიაში კობი ბრაიანტი ვერტმფრენით ავარიაში მოყვება, თუმცა სერიალში კობი ცოცხალი რჩება. მხოლოდ და მხოლოდ ეს მომენტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ სიმპოსონების წინასწარმეტყველებაში. რატომ მაინც და მაინც კობი? და ამავ დროულად ვერტმფრენის კატასტროფა... უცანურ დათმხვევას ნამდვილად ვერ დავარქმევთ ამ ფაქტს, ვინაიდან სიმსპონების ძალიან ბევრი წინასწარმეტყველება უკვე გამართდა. მათ შორის ტერაქტები, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება და ებოლას ვირუსი. სიმპსონების რეჟისორების განცხადებით, 3 წლის წინ გადაღებულ სერიაში კობის ავარია არ იყო ნაწისაწარმეტყველები, ეს უბრალოდ დამთხვევაა, ვინაიდან კობი ყველგან ვერტმფრენით მოგზაურობდა. კორონავირუსი სიმპსონების 1993 წლის ერთ-ერთი სერიაში საუბარია ერთგვარ ვირუსზე, რომელსაც ოსაკას ვირუსს უწოდებენ. იაპონიაში ერთ-ერთი ფაბრიკის მუშა მფუთავი მეორეს ეუბნევა, რომ ის გაციებულია და ამის შესახებ არ უნდა გაიგოს ქარხნის დირექტორმა, შემდეგ კი შესაფუთ ყუთში ჩაახველებს და შეფუთავს. ყუთი გაგზავნილ იქნა ჰამერ სიმპსონთან, რომელიც მოუთმენლად ელოდა თავის ამანათს. ამანათის მიღების შემდეგ, ჰამერ სიმპსონიც ამ ვირუსით დაინფიცრდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალაქ ოსაკაში ჰამერის გარდა მსგავსი ამანათი ათასობით ადამიანმა მიიღო. აქედან ვირუსი ჯერ იაპონიაში, შემდეგ კი ამერიკაში გავრცელდა. სერიალში ჩინეთი ნახსენები სულაც არ იყო, თუმცა წარმომავლობა აზიური რომ ჰქონდა ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. ოსაკას ვირუსი ნამდვილად ჰგავს კორონავირუსს, თუმცა ერთი განსხვავებააა... ის არ იყო მკვლელი! რეალურად არავინ იცის პირველად ჩინეთში დაიწყო თუ არა კორონავირუსი, ბოლო დღეებში უამრავი ვერსია არსებობს კორონავირუსის გავრცელების შესახებ, რადგან შესაძლოა ვირუსი უფრო ადრე იყო დაწყებული ვიდრე ჩვენ ვიცით. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! >>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<გადარჩენილი კაცობრიობა : ბონილას კომეტა ისინი არ ბერდებიან - 14 ადამიანი, რომლებიც ახალგაზრდებს არაფრით ჩამორჩებიან! 7 საშიში წყლის ბინადარი, რომლებიც ადამიანებმა ამაზონის მდინარეში დაიჭირეს! ყველაზე უნიკალური გარეგონობის 4 პატარა გოგონა! დედა, ქალიშვილი და სიძე თაფლობის თვეში ერთად წავიდნენ... შოკისმომგვრელი რეალური ისტორია ახლად აღმოჩენილი 5 ყველაზე უნიკალური ბავშვი მსოფლიოში - საოცარია! როგორი იქნება 2020 წელი მშვილდოსნებისთვის? 17 საინტერესო ფაქტი, რაზეც არასოდეს გვიფიქრია ვსწავლობთ მსოფლიო გეოგრაფიას - 10 ქვეყანა, რომლის დედაქალაქები შესაძლოა არასწორად იცოდეთ! ქვეყანა, სადაც ქალები მამაკაცებს ეძებენ...აქ მამაკაცების დეფიციტია! 380 6-ს მოსწონს
|