ფეხბურთი გარდაიცვალა "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ჰარი გრეგი, 1958 წლის ავიაკატასტროფის გმირი 2020, 17 თებერვალი, 13:28 87 წლის ასაკში გარდაიცვალა "მანჩესტერ იუნაიტედის" და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მეკარე ჰარი გრეგი. გრეგმა მანკუნიელებში ითამაშა 1957 წლიდან 1966 წლამდე. მეკარე ერთ-ერთი იმათდაგანია, რომელიც 1958 წლის მიუნხენის ავიაკატასტოფას გადაურჩა, რა დროსაც დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის უმეტესობა " მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი . მოგვიანებით გრეგს გმირი უწოდეს: მან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანა ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან. ტრაგედიიდან ორი კვირის შემდეგ გარი გრეგი მინდორს დაბრუნდა. ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდში გრეგმა 25 მატჩი ჩაატარა. 1958 წელს ჩრ.ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მიაღწია, რა დროსას გარი გრეგი ტურნირის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. შეგახსენებთ, 1958 წლის 6 თებერვალს თვითმფრინავმა, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ ასაფრენ ზოლზე განიცადა კატასტროფა მიუნხენის აეროპორტში. დაიღუპა 23 ადამიანი, მათ შორის ლეგენდარული "Busby Babes"რვა მოთამაშე, სამი კლუბის თანამშრომელი და რვა ჟურნალისტი. "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრუნდებოდა სახლში საპასუხო მეოთხედფინალური თამაშიდან ევროპის ჩემპიონთა თასზე კლუბ "ცრვენა ზვეზდასთან"(ბელგრადი) თამაშის შემდეგ. ეს შეხვედრა ფრედ დასრულდა და ინგლისური კლუბი ნახევარფინალში გავიდა. ა ავიაკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები179 2-ს მოსწონს
|