x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139015
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
68 წლის მილიონერი შემთხვევით თავის 24 წლის შვილიშვილზე დაქორწინდა

image


ახლახანს, საყოველთაო განსჯის საგნად ერთი საოცარი ისტორია იქცა, რომლის სიუჟეტიც ალბათ ნებისმიერ ბრაზილიურ სერიალს დაამშვენებდა. ამბავი რომელმაც სრულიად მსოფლიო შეძრა, იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკელი მოხუცი მილიონერი, 24 წლის შვილიშვილზე ისე დაქორწინდა, რომ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ახლადშეუღლებულებმა მათ შორის არსებული ნათესაური კავშირის შესახებ თქვენ წარმოიდგინეთ და, მხოლოდ ქორწილიდან რამდენიმე ხნის შემდეგ შეიტყვეს.


image


ნამდვილი დრამა მაიამიში გათამაშდა, ამერიკული გამოცემა "The Mirror" - ის ცნობით, 68 წლის ადგილობრივმა მკვიდრმა მხოლოდ ქორწილის შემდეგ გაარკვია, რომ გოგოზე, რომელზეც ცოტა ხნის წინ დაქორწინდა სინამდვილეში მისი ბიოლოგიური შვილიშვილია. ის, რომ ახალდაქორწინებულები სისხლით ნათესავები არიან, მათ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ერთად, საოჯახო ფოტოალბომს ათვალიერებდნენ. ერთ - ერთ ფოტოზე გოგონამ მამა ამოიცნო, რომელიც, როგორც გაირკვა მეუღლის შვილი აღმოჩნდა.

image


უზრუნველყოფილი პენსიონერის თქმით, პირველი ცოლი და შვილები მას რამდენიმე ათეული წელია უკვე აღარ უნახავს. "ახალგამომცხვარი" მეუღლის განცხადებით, ის მათ მოძებნას არაერთხელ ცდილობდა, კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა, თუმცა უშედეგოდ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მან მეორედ იქორწინა, მაგრამ წინა ქორწინების მსგავსად არც ეს კავშირი აღმოჩნდა მისთვის ბედნიერი, წყვილი ერთმანეთს 2009 წელს დაშორდა. განქორწინების შემდეგ, მარტო დარჩენილმა მოხუცმა თითქმის მთელი ქონება დაკარგა.



image


თუმცა, 2011 წელი მისთვის ბედნიერი აღმოჩნდა, მოხუცმა ლატარიაში რამდენიმე მილიონი დოლარი მოიგო, მას შემდეგ მოხუცი მილიონერი უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს, მარტოობით შეწუხებულმა გადაწყვიტა ცხოვრების თანამგზავრი ეპოვა და დასახმარებლად ადგილობრივ, საქორწილო სააგენტოს მიმართა. ასობით პრეტენდენტიდან მამაკაცმა ერთადერთი გოგონა შეარჩია, რომელიც მას გულში პირველივე დანახვისთანავე ჩაუვარდა. ახალი წლის ღამეს მამაკაცმა შეყვარებულს ხელი სთხოვა რაზეც გოგონა ბევრი ფიქრის გარეშე დათანხმდა. შოკისმომგვრელი აღმოჩენის მიუხედავად, წყვილი განქორწინებას მაინც არ აპირებს.



0
898
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
898