x
ქართლის სამეფოს კონტექსტი რომის იმპერიის დიპლომატიაში

  • რომის იმპერიის დიპლომატია პრინციპატის დროს ( I – II სს. ) - პართია და ქართლის კონტექსტი

რომის იმპერიის მთავარი მტერი I – II საუკუნეებში, ანუ პრინციპატის დროს იყო პართია. სწორედ ამ კონტექსტში შემოდის ქართლის სამეფო. პართია და რომი I საუკუნეში ერთმანეთს კავკასიის ტერიტორიაზე სომხეთისთვის უპირისპირდებოდნენ. ამ ფონზე ქართლის როლი გაიზარდა. რომის იმპერატორმა პირდაპირ განუცხადა ქართლის მეფეს, რომ სომხეთიდან გაეძევებინა პართიელები და იქ სასურველი კანდიდატი დაესვა. ქართლის მეფემ ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. სომხეთში ჯერ ფარსმან I - ის ძმა მითრიდატე გამეფდა, შემდეგ კი მისი შვილი რადამისტი. სომხეთისთვის ბრძოლაში ქართლის მეფე ოსებს ( იგივე ალანები, ან ალან - ოსები ) იყენებდა, ისინი ქართლის მეფეს დარიალის ხეობიდან გადმოჰყავდა. საბოლოოდ, ქართლმა ეს შანსი ვერ გამოიყენა და სომხეთში პართია გაბატონდა იმ პირობით, რომ რომაელებს დაემორჩილებოდნენ. რომის მთავარი მტერი II საუკუნეშიც პართია იყო, თუმცა ამ დაპირისპირებაში ქართლის სამეფოს ნაკლები დატვირთვა ჰქონდა, ქართლი უკვე სხვა კონტექსტში აინტერესებს რომს. ქართლმა ფარსმან II - ის მეთაურობით ძიდრიტთა ტომი დაიმორჩილა, რითაც ქართლმა შავი ზღვის სანაპირო იგდო ხელთ. შავი ზღვის ზოლის ფლობამ გააღიზიანა რომის იმპერატორები. აქ საინტერესოა რომის ორი იმპერატორი - ადრიანე და ანტონიუს პიუსი. ადრიანესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ფარსმანს, რაც შემდეგ ფაქტებში გამოიხატა : ადრიანემ თავისთან მიიწვია ფარსმანი და თან საჩუქრები გაუგზავნა, მაგრამ ფარსმანი არ ეწვია და მხოლოდ საპასუხო საჩუქრები გაუგზავნა . ქართლის მეფის საჩუქრებში შედიოდა ძვირფასი მოსასხამები, რომლებითაც გაღიზიანებულმა ადრიანემ გლადიატორები შემოსა. ამ დამცირებას ფარსმანმა სათანადოდ უპასუხა - მან დარიალის ხეობიდან გადმოოყვანა ოსები და შეუსია იმპერიის საზღვრებს ( გავიხსენოთ, რომ ქართლი პირველ საუკუნეშიც აქტიურად იყენებდა ოსებს ). რაც შეეხება რომის მეორე იმპერატორს ანტონიუს პიუსს, მან ფარსმანთან მეგობრული ურთიერთბა დაამყარა და თავისთან ქალაქ რომში დაიბარა. აქ პიუსმა ფარსმან მეორეს ნება დართო, რომ კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, ომის ღმერთის, მარსის, მოედანზე კი ძეგლი აღუმართა.

განმარტება : კაპიტოლიუმი იყო ტაძარი, რომელიც მდებარეობდა კაპიტოლიუმის ბორცვზე. ამ ბორცვზე დაარსდა სწორედ რომი. ამ ტაძრის მეორე სახელია იუპიტერის ტაძარი. სწორედ ამ ტაძარში შეაწირვინა მსხვერპლი პიუსმა ფარსმანს - ფარსმანი გახდა ერთადერთი ლიდერი, რომელსაც ეს ბედნიერება ხვდა წილად.

  • რომის იმპერიის დიპლომატია „მესამე საუკუნის კრიზისის“ დროს და დომინატეს პირველ ეტაპზე ( III – IV სს. ) - სასანიანთა ირანი და ქართლის კონტექსტი

I – II საუკუნეებში რომის მთავარი მეტოქე იყო პართია, რომლის ნანგრევებზეც აღმოცენდება სასანიანთა ირანი. შესაბამისად, გაჩნდა რომის ახალი მეტოქე სასანიდური ირანის ( ანუ სპარსეთის ) სახით. ამ ორ სახელმწიფოს შორის სამჯერ დაიდო ნიზიბინის ზავი - 298, 363, 387 წლებში. ამ ზავებით სპარსეთი და რომი კავკასიისა და მესოპოტამიის ტერიტორიას ინაწილებდნენ. დასავლეთი საქართველო ტერიტორიული მდებარეობის გამო ყოველთვის რომს ერგებოდა, აღმოსავლეთი ნაწილი კი ირანს. მათ დაპირისპირებაში დიდი როლს თამაშობდა ქართლის სახელმწიფო, ისეთივე როლს, როგორსაც თამაშობდა რომის პართიასთან დაპირისპირების დროს. მალე ქართლის რომის ბუნებრივ მოკავშირედ იქცევა. ეს მოხდება 326 წლის შემდეგ, როცა ქართლი გაქრისტიანდა და კიდევ უფრო მტკიცე გახდება ეს კავშირი, როცა 381 წელს თეოდოსიუსი იმპერიის სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობას გამოაცხადებს.

395 წელს რომის იმპერატორი თეოდოსიუსი, რომელმაც სახელმწიფოდ რელიგიად ქრისტიანობა გამოაცხადა, იმპერიას ორ ნაწილად ყოფს. შესაბამისად, იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში ყალიბდება ახალი სახელმწიფო ბიზანტიის იმპერიის სახით და მის შემდეგ რომის იმპერიის სახელი მხოლოდ რომის დასავლეთ ნაწილს მიეწერება. ქართლით უკვე სასანიანთა ირანთან დაპირისპირების პირობებში ბიზანტია ინტერესდება და ამ უკანასკნელს არ უჭირს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები, რადგან მათ საერთო მრწამსი აერთიანებთ



0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ისტორიკოსი რაფავა
ისტორიკოსი რაფავა
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0