x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
უცნაური კომბინირებული ვაზ - 2106 - ის ისტორია
image
06-ის ფორმა ადვილი ამოსაცნობია, მხოლოდ წინა ნაწილს აქვს განსხვავება - რადიატორის ცხაური ვაზ-2107 ის აქვს, ბამპერები ინტეგრირებულის წინა მაშუქებით, შეცვლილია კაპოტის ფორმაც.ხოლო სალონში შეგიძლიათ იხილოთ მაღალი "07" სავარძლები.

მაგრამ ყველაზე საინტერესო, ისაა, რომ ამ ყველაფერი დამზადებულია არა „უბნის ავტოფარეხში", ეს არის ქარხნული გამოშვება.



ერთი საეჭვო ლეგენდა ასოცირდება ამ მანქანასთან. თითქოსდა 1978 წელს სსრკ უმაღლესი პარტიის ხელმძღვანელობას აჩვენეს პერსპექტიული მოდელი ვაზ-2105 და მისი ლუქსი ვერსია, ვაზ-2107, რა თქმა უნდა, ავტომობილი ნახა ლეონიდ ბრეჟნევმა, მანქანების დიდმა მოყვარულმა და მცოდნემ.


მას ძალიან მოეწონა "07", ისე, რომ მალევე ეს ავტომობილი შეუკვეთა ერთ-ერთი მისი ნათესავისთვის.(როგორც ამბობენ ძმისშვილისთვის). იმის გამო, რომ მანქანა ჯერ კიდევ არ იყო მზად მასობრივი წარმოებისთვის, იმ დროისთვის ჩქარობდნენ ოლიმპიადისთვის მოესწროთ ვაზ-2105- ს კონვეიირის ხაზის აწყობას, მაგრამ ქარხანამ უარი ვერ უთხრა მაღალჩინოსან "კლიენტს", ამიტომ მათ დაამზადეს "06 " და 07 -ის კომბინირებული ვარიანტი.





არის თუ არა სიმართლე ეს ამბავი - არავინ იცის. თუმცა ერთი გარემოება იწვევს დიდ ეჭვებს. რატომ უნდა დასჭირვებოდა ბრეჟნევის რეალური შეკვეთის შემთხვევაში ქარხანას შემოვლითი ტექნოლოგიის გამოყენება, როცა მათ შეეძლოთ სრულმასშტაბიანი ვაზ-2105 აწყობა, 07-ის ელემენტებით, ასე რომ უფრო ლოგიკური იქნებოდა. როგორც არ უნდა იყოს, ეს მანქანა ნამდვილად არსებობს ერთადერთ ეგზემპლარში, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ბალტიისპირეთში, 1980-იანი წლების ბოლოს, კიდევ ერთი ასეთი მანქანა დადიოდა.


ყველაზე დამაჯერებელად გამოიყურება ვერსია, რომ მანქანა ნამდვილად დამზადდა ვიღაც უმაღლესი თანამდებობის პირის შეკვეთით, რომელსაც მოსწონდა ვაზ-2106- ს, და ამავე დროს სურდა ღარაც ექსკლუზიური. სხვათა შორის, ეს კომბინირებული ვარიანტი უფრო ლამაზად გამოიყურება, ვიდრე საბაზისო 2106 და 2107. თქვენ რას ფიქრობთ?


0
756
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0