x
image
კატაპულტი
ახალი აპლიკაცია, რომელიც ადგენს, იყავით თუ არა კორონავირუსით დაავადებულთან კონტაქტში (წაკითხვის დრო 1წთ.)
image
მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება სულ უფრო მასშტაბური ხდება. სწრაფად იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც. ამ დროისათვის დაინფიცირებულია 65 000- მდე ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 1400-მდე.

ვირუსის გავრცელების მხრივ, მაღალი რისკის მქონე ქვეყნები მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენენ, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ერთეული შემთხვევები მაინცაა დაფიქსირებული ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია.

ვირუსისაგან თავის დასაცავად არაერთი მეთოდი იქნა შემუშავებული, პირველ რიგში, თავად ჩინეთში. ჯერ იყო და, დრონების საშუალებით აფრთხილებდნენ ხალხს, ვირუსის სიმპტომების თაობაზე და სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებდნენ, შემდეგ შექმნეს რობოტი-კურიერი, რომელსაც საკვები მიჰქონდა სახლში გამოკეტილ ადამიანებთან და სულ ახლახანს ჩინეთის ხელისუფლებამ დააანონსა ახალი აპლიკაციის გამოყენება, რომლის საშუალებითაც დადგინდება კორონავირუსით დაავადებულთან შემხებლობა.

ჩინეთის ხელისუფლება რომ საკუთარ მოქალაქეებზე თვალთვალს აწარმოებს, უსაფრთხოების მოტივით, ახალი ინფორმაცია არაა. ჩინეთის მთავრობა ახლა აპირებს ეს ინფორმაცია ვირუსისაგან თავდასაცავად გამოიყენოს. უფრო ზუსტად, სქემა იმოქმედებს შემდეგნაირად, ჩინეთის მოქალაქეები შეძლებენ სმარტფონში გადმოიწერონ აპლიკაცია და დარეგისტრირების შემდეგ მიიღებენ სრულ ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა მათ დაინფიცირებულთან ან ამ მხრივ საეჭვო პირთან კონტაქტი, მაგალითად, იყვნენ ერთ ოთახში, იმგზავრეს ერთი და იგივე ტრანსპორტით, ივაჭრეს ერთსა და იმავე მაღაზიაში, თუ სხვა.


ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული სიახლე შეამცირებს ვირუსის გავრცელებას.


ასევე საინტერესოა:

როგორია ყველაზე უსაფრთხო პაროლი ინტერნეტ სივრცეში?! ( 5 სასარგებლო რჩევა)

მისტიური რიტმული სიგნალები კოსმოსიდან დედამიწაზე – რა საიდუმლო იმალება გალაქტიკაში?!(წაკითხვის დრო 2წთ.)

0
665
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0