x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138949
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
ჩემი დაწერილი ლექსი...რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დავწერე... ;((((((((

''დაღუპულ ჯარისკაცებს''



image
საქართველოში მწუხარებამ დაისადგურა,
მრავალი ჯარისკაცი ქვეყანას მოსწყდა,
დედის თვალები ცრემლით აღივსო
და სიყვარულის გრძნობები ჩაქრა...

ჯერ კიდევ გუშინ მათი თვალები
შვილის ლოდინით აღივსებოდა,
მაგრამ დღეს უკვე ისინი გაქრნენ
და ქვეყანაში ლამპრები ჩაქრა...


საფლავთან ტიროდა დედათა გუნდი,
უკან ისმოდა დების გალობა,
მაგრამ, ვაი, რომ ჩვენს ჯარისკაცებს,
ვერ შეხვდათ უფლის ლოცვის წყალობა...

დღეს საქართველო ატირდა მწარედ
და ბუნებაც ხომ მეტად განრისხდა,
შავი ღრუბელი გახსნა მაღლითა
და წვიმა დიდი წარღვნით გახშირდა...

ქართლის დედასაც შეეტყო დარდი,
ის გაეხვია წვიმის თეთრ ნისლში,
თავი ჩახარა და ცხელი ცრემლი
წამოუვიდა, დაფარა ზღვები...

მდინარეები კვლავაც ადიდდა,
ბუნება არ წყვეტდა ქუხილს და ელვას,
მაგრამ ბიჭები არ ბრუნდებოდნენ
და მწუხარება ხარობდა მაღლა...

0
747
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიზა
ლიზა
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0