ქალი და მამაკაცი სიყვარული კორონავირუსის წყალობით 2020, 13 თებერვალი, 16:44 ![]() მადლიერი არიან ეპიდემიის (თუმცა ამ კონტექსტში შეიძლება უცნაურად ჟღერდეს ეს სიტყვები) რადგან დანიელმა გაიცნო ინა, უფრო მეტიც ... ერთმანეთი შეუყვარდათ. ” უხანის აეროპორტში გადავწყდით ერთმანეთს, ჩინეთიდან რუსი მოქალაქეების ევაკუაციიის დროს, - ამბობს დენიელი - მეგობარ ვადიმთან ერთად ვიყავი, ორგანიზატორებმა შეადგინეს სიები, ამოწმებდნენ სახელებს და გვარებს. ჯერ მას გამოუძახეს, შემდეგ ჩემს მეგობარს, ბოლოს კი მე და ასე, ჩვენ ერთმანეთის გვერდით დავდექით. ინა და ვადიმი ერთმანეთს მიესალმნენ, შემდეგ გამოელაპარაკნენ. სხვათა შორის, მას ნიღაბი ეკეთა და ჩვენც . მერე რაღაც ვკითხე და რატომღაც მან თავად გამოიჩინა ინიციატივა . მკითხა, ვინ ვარ, საიდან.... ჩემი მეგობარი უცებ სადღაც "გაქრა". ![]() ![]() პარფენოვიჩს და სავინცევას კომუნიკაცია მხოლოდ მესენჯერების საშუალებით შეუძლიათ, მათ აკრძალული აქვთ ოთახების დატოვება. ბიჭი აღიარებს, რომ ყველაზე მეტად ოცნებობს შეყვარებულს პირადად შეხვდეს. იგი ირწმუნება, რომ ყოველთვის სურდა მხოლოდ ასეთი გოგონა; მათ უკვე დაგეგმეს მომავლისთვის რაღაცეები". სავინცევა ჩინეთში მუშაობდა ლიცენზირებულ მუსიკალურ რედაქტორად - ხმოვანი გაფორმება, მუსიკალური ფაილების გასწორება და ა.შ. პარფენოვიჩი სწავლობდა "ბიზნესის" სფეროში, მაგრამ მხოლოდ ერთი კურსის დასრულება შეძლო. ჯერჯერობით ორივე კარანტინშია, ორიოდე დღის წინ ინას ტემპერატურა მოემატა და სპეციალურ ბლოკში მოათავსეს. ![]() ![]() რუსეთში ახალი კორონავირუსით, (რომელსაც მიენიჭა სახელი Covid-19)ორი პაციენტი იყო დაავადებული, ორივე გამოჯანმრთელდა და გაწერეს საავადმყოფოდან, თუმცა ერთი პაციენტის, ვან იუნბინის ცოლ-შვილი 14 თებერვლამდე კარანტინის ქვეშ იქნება. 392 2-ს მოსწონს
|