სხვა ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე (ნაწილი 2) 2020, 12 თებერვალი, 23:46 ავტომობილი დღედღეობით აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს. მრავალფეროვანია მათი ფორმები და დანიშნულებაც, თუმცა ადამიანები მაინც გამუდმებით “ალამაზებენ" თავიანთ ტრანსპორტს. ქვემოთ წარმოგიდგენთ ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟს ავტომობილებსა და მათ პატრონებზე:
ორმაგი უბედურება მძღოლებს და ორმაგი ევაკუატორი, ანუ ევაკუატორი თავად აღმოჩნდა კოლეგის მანქანაზე. აი, კიდევ ერთი საევაკუატორო ტრანსპორტი, ოღონდ რატო გადაწყვიტა ამ ველოსიპედის პატრონმა დასახმარებლად ამხელა მანქანის მოყვანა, კაცმა არ იცის. ამ მანქანას მეორე მანქანა ადევს თავზე, ოღონდ დაშლილი. ეს მძღოლი, როგორც ჩანს, კალათბურთელია და საჭესთანაც ვერ ეშვება თამაშს. ამ მანქანას მხოლოდ “არმანის" ბრენდირებული მანქანა უწევს კონკურენციას. აი, რატომ არ უნდა დაგრჩეთ ასახდელი საფარი (“კაპოტი") ღია. პარკინგის ადგილის შენახვაც ასეთი უნდა. კარგად კი უწვალია ამის გამკეთებელს. ამ მანქანის მძღოლს ისე დაყავს მანქანა, რომ მიცვალებულიც კი გადმოუხტა. თვითნაკეთი ბლუთუზი, ზედმეტი თანხისა და ნივთის გარეშე. არ ეტეოდა, მაგრამ მაინც ჩაატია. როცა საბარგული არც ისე დიდი აქვს მანქანას, სხვა გზა არაა, გვერდიდან უნდა “ჩაიბა". პოლიციის მანქანამ თავის კვალი დატოვა ახალდასხმულ ბეტონზე. ასევე იხილეთ: ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე AQ 750 3-ს მოსწონს
|