x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ცნობილი ფეხბურთელების ყველაზე სექსუალური ცოლები, რომლებიც ქმრებზე ასაკით უფროსები არიან
image


არათანაბარი ქორწინებები დიდი ხანია იშვიათობას უკვე აღარ წარმოადგენს, მათ შორის არც ვარსკვლავურ წყვილებს შორის. გთავაზობთ ცნობილ ფეხბურთელებს, რომელთა მეორე ნახევრებიც მათზე რამდენიმე წლით უფროსები არიან.



სერხიო რამოსის მეუღლე პილარ რუბიო, მასზე 8 წლით უფროსია



image



ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "რეალ მადრიდის" მცველი სერხიო რამოს2019 წლის 18 ივნისიდან, ოფიციალურ ქორწინებაში პილარი რუბიოსთან იმყოფება. წყვილს სამი ვაჟი - სერხიო უმცროსი, მარკო და ალეხანდრო ჰყავთ.




image



სესკ ფაბრეგასის მეუღლე დანიელა სემანი - მასზე 11 წლით უფროსია




image


კატალონიელი შემტევი ნახევარმცველის სესკ ფაბრეგასის ულამაზესი მეუღლე - დანიელა ცნობილი ლიბანელი მოდელი და სოციალური ქსელების ნამდვილი ვარსკვლავია, წყვილი 5 შვილს ზრდის, აქედან ორი - მარია და ჯოზეფი დანიელას პირველი ქორწინებიდან ჰყავს.



image




მაურო იკარდის მეუღლე ვანდა - მასზე 6 წლით უფროსია



image



"პარი სენ - ჟერმენისა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის მაურო იკარდის მეუღლე ვანდა ნარა, გარდა იმისა რომ ცნობილი ფეხბურთელის ცოლია, ის ასევე მისი მენეჯერის ფუნქციებსაც წარმატებით ითავსებს. მოგეხსენებათ ვანდა ნარა მისი პირადი აგენტია, რომელთანაც მას ორი ვაჟი ჰყავს. როგორც ცნობილია, ქერა ლამაზმანი იკარდის ახლო მეგობრის, მაქსი ლოპესის ყოფილი ცოლია, რომელმაც არგენტინელ თავდამსხმელს სამი შვილი გაუჩინა.


image




ჟერარ პიკეს მეუღლე შაკირა - მასზე 10 წლით უფროსია



image



ფეხბურთის ესპანელი ვარსკვლავის ჟერარ პიკესა და კოლუმბიელი მომღერლის შაკირას რომანი 2010 წელს დაიწყო, ამ პერიოდის განმავლობაში წყვილს ორ შვილი - მილანი და საშა შეეძინათ, ვარსკვლავური ოჯახი ბარსელონაში ცხოვრობს, თუმცა ცნობილი წყვილი გადატვირთული სამუშაო გრფიკის გამო სახლში ყოფნას იშვიათად ახერხებს.



image







0
230
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
230