x
სომატოფორმული და დისოციაციური აშლილობები

ტერმინი "სომატოფორმული" გამოიყენება ისეთი აშლილობების ჯგუფის აღსანიშნავად, რომლის დამახასიათებელი სომატური სიპტომები ორგანული ფაქტორებით ვერ აისსნება. კონვერსიული აშლილობა DSM-IV - ის მიხედვით წარმოადგენს სომატოფორმულ აშლილობას. კონვერსიული აშლილობა მოძველებული ტერმინის "ისტერიის" ნაცვლად გამოიყენება. ამ დროს პაციენტს აღენიშნება ისეთი ნევროლოგიური სიპტომები, რომლის ახსნაც რომელიმე პათოლოგიური მექანიზმით ვერ ხერხდება. კლინიკური მახასიათებლები 1) კონვერსიული აშლილობა მოტორული სიპტომებით და მოტორული დარღვევებით - კოორდინაციის ან ბალანსის დარღვევა, პარალიზმი, ყლაპვის გაძნელება ან "ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება", აფონია. 2) სენსორული დარღვევებითა და სიპტომებით- ისეთი სიპტომები როგორიცაა შეხების ან ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, სიბრმავე, ჰალუცინაცია. 3) გულყრებით ან კონვულსიებით- თან ახლავს მოტორული ან სენსორული კომპონენტები. 4) შერეული კონვერსიული აშლილობა- ამ ქვეტიპს იყენებენ მადინ, როცა პაციენტს ერთზე მეტი სიპტომი აღენიშნება. კონვერსიული სიპტომები მგრძნობიარეა სუგესტიის მიმართ და შეიძლება შეიცვალოს სხვა ადამიანების ზეგავლენით. მაგ. პაციენტს, რომელსაც სიარული უჭირს, შეიძლება სიპტომები გაუძლიერდეს, როცა ინვალიდის ეტლს შესთავაზებენ. ასევე შესაძლებელია ამ სიპტომების მქონე ადამიანი საერთოდ არ სწუხდეს თავისი მდგომარეობის გამო, რასაც "ლამაზ გულგრილობას" უწოდებენ. ხშირად თვლიან, რომ კონვერსიულ აშლილობას მეორადი გამორჩენა აქვს, რაც გარკვეული პრივილეგიებისა და პასუხისმგებლობის არიდებაში მდგომარეობს. (პირველადი გამორჩენა იმაზე მიუთითებს, რომ ფსიქიკური სიპტომის გარდაქმნა ფიზიკურ სიპტომად ანუ კონვერსია პაციენტისთვის შვების მომტანია. პროგნოზი კონვერსიული აშლილობები სწრაფად იკურნება ადრეულ სტადიაზე. დადებით გამოსავალს წარმოადგენს - ავადმყოფობის ხანმოკლე ისტორია და ახალგაზრდა ასაკი. არასასურველი გამოსავალი- ავადმყოფობის ხანგრძლივი ისტორია, პერსონოლოგიური აშლილობა. მკურნალობა - მწვავე კონვერსიული აშლილობის დროს საჭიროა დავამშვიდოთ პაციენტი, ექიმმა უნდა გამოხატოს პაციენტის მიმართ თანაგრძნობა და დადებითი დამოკიდებულება. კონვერსიული აშლილობის დროს მედიკამენტებით მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია, თუმცა თუ აშლილობა შფოთვის ან დეპრესიის ფონზე ვითარდება საჭიროა ძირითადი აშლილობის მკურნალობა. სხეულის დისმორფული აშლილობა- "სიმანხიჯისა და ფიზიკური დეფექტის სუბიექტური აღწერა, რომელსაც პაციენტის აზრით სხვებიც ამჩნევენ". დისმორფობიის დროს პაციენტი დარწმუნებულია, რომ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი ზედმეტად დიდი, პატარა ან დეფორმირებულია. მან შეიძლება ნებისმიერი პრობლემა თავის ფიზიკურ ნაკლს მიაწეროს. ხშირია თანმხლები ფსიქიკური აშლილობები: დეპრესია და სოციალური ფობია. დისოციაციური აშლილობა- ძირითად ნიშან-თვისებას ცნობიერების, მეხსიერების, აღქმის ფუნქციების ინტეგრაციის დარღვევა წარმოადგენს, შეიძლება წარმოიქმნას უეცრად. ერთ-ერთი ტიპია დისოციაციური ამნეზია- პიროვნების უუნარობა გაიხსენოს მნიშვნელოვანი პერიოდები პირადი ცხოვრებიდან (სტრესთან დაკავშირებული). შეიძლება აღმოცენდეს ცალკე ან პოსტტრამვული, მწვავე სტრესული ან სომატიზებული აშლილობის დროს. დისოციაციური ფუგა- ახასიათებს არამხოლოდ მეხსიერების დაკარგვა, არამედ ჩვეული გარემოცვიდან გაქცევა. პაციენტები ამბობენ, რომ არ იციან სად იმყოფენიან ხეტიალის დროს. იდენტობის დისოციაციური აშლილობა - პაციენტისთვის დამახასიათებელია ქცევის ორი პატერნის უეცარი მონაცვლეობა, რომელთაგან მხოლოდ ერთი ახსოვს. უნდა გავითვალისწინოთ მძიმე ტრამვის როლი და იატროგენული ფაქტორები. დეპერსონალიზაციური აშლილობა- პიროვნება გარეთ არსებულ საგნებს ან სხეულის ნაწილენს დეფორმირებულად აღიქვამს. ისეთი განცდა აქვს, თითქოს ისინი არარეალურია. იწყება მოზარდობის პერიოდში, უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. დისოციაციური სტუპორი- არ მოძრაობენ, მეტყველებენ და გარე გაღიზიანებელზე არ რეაგირებენ, თუმცა აცნობიერებენ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0