სხვა ძალიან სახალისო ფოტოკოლაჟი ავტომობილებსა და მათ პატრონებზე 2020, 8 თებერვალი, 10:18 დღესდღეობით ავტომობილები მსოფლიოში ძალიან მომრავლებულია, განსხვავებულია მათი ფორმები და დანიშნულებაც, თუმცა მანქანის მფლობელებს არ ასვენებთ ახალი იდეები და საოცარ, ძალიან სახალისო შედეგებს სთავაზობენ საზოგადოებას. მაშ ასე, კარგად მოკალათდით და სამხიარულოდ მოემზადეთ.
ბევრისთვის სანაქებო და საოცნებო BMW X5 . როგორც ჩანს, მანქანის ყიდვის შემდეგ მინის საწმენდის თანხაც აღარ დარჩა ამ მანქანის პატრონს, თუმცა ძალიან კრეატიული ადამიანი ყოფილა.
კიდევ ერთი კრეატიული ადამიანი, რომელმაც მაყუჩი ცოტა არ იყოს, უცნაურად დაამაგრა.
არ ვიცი რისი საბურავია, თუმცა მანქანის რომ არაა, აშკარაა. როგორც ეტყობა, სათადარიგოდ ჰქონდა მანქანაში, სავარაუდოდ ურიკის ბორბალია. მთელს ბაზარზე ასეთი “გამარიაჟებული" მანქანა არავის ეყოლება, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. თანაც ძალიან იაფი დაუჯდა მის პატრონს. როცა მანქანის გაკეთების თანხები არ გაქვს, მარტივი გამოსავალი უნდა მოძებნო, როგორც ეს ამ მანქანის პატრონმა გააკეთა. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც მანქანაც გინდა გყავდეს და ტრაქტორიც, მაგრამ ვერ გადაგიწყვეტია, რომელი ჯობია. გინახავთ ასეთი კარი? დიდი ალბათობით, არა. თურმე ძალიან კარგი ყოფილა, ხე ხომ სუნთქავს. ამ მანქანის პატრონს კი საბარგული ეპატარავებოდა და ასეთი გამოსავალი მოიფიქრა. როცა მანქანის სარკეს ვერ შოულობ “ელიავას ბაზრობაზე", “ვასმოიში" და “ისნის დაშლილებში", იძულებული ხარ, ასე მოიქცე. ასევე საინტერესოა: ნახევრად სახალისო იდეები, თუ როგორი უნდა იყოს ავტომობილები საქართველოში
რა მოხდება, თუ ჩვენს ავტომობილში ზეთს დროულად არ გამოვცვლით?! 877 4-ს მოსწონს
|