x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მსახიობების საკულტო როლები, რომლებმაც მათ დიდი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენეს

image


კინოისტორიას არაერთი შემთხვევა ახსოვს, როდესაც მსახიობებს როლის გამო წასვლა რადიკალურ ცვლილებებზე მოუწიათ, მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევები ნამდვილად ცალკე აღნიშვნის ღირსია. გთავაზობთ 8 მსახიობს, რომლებსაც შესრულებულმა როლებმა სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენეს.




კრისტიან ბეილი - "მემანქანე", 2004 წელი


image


რეჟისორ ბრედ ანდერსონის 2004 წელს გადაღებულ ფსიქოლოგიურ თრილერში "მემანქანე" ტრევორ რეზნიკ როლისთვის კრისტიან ბეილის სერიოზული მსხვერპლის გაღება მოუწია. მსახიობმა როლისთვის წონაში იმდენად დაიკლო რომ გადაღების პროცესში ის არც მეტი, არც ნაკლები - 55 კგ იწონიდა. იმ პერიოდისთვის მსახიობის კვების რაციონი ძირითადად ვაშლისგან და კონსერვირებული თინუსისგან შედგებოდა. თუმცა, ასეთი სიგამხდრის მიუხედავად ბეილი გაჩერებას მაინც არ აპირებდა, სანამ მას ამის შესახებ თავად ფილმის რეჟისორმა არ სთხოვა.





შაია ლაბაფი - "რისხვა", 2014 წელი


image


ამერიკელი მსახიობი შაია ლაბაფი სანამ რეჟისორ დევიდ ეიერის ფილმში "რისხვა" მონაწილეობას მიიღებდა, მანამდე საგანგებო მომზადება გაიარა, შაია რამდენიმე დღით სამხედრო ბაზაზე გადაბარგდა, წინ ერთი კბილი ამოიღო, სახე დანით დაისერა და რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ ბანაობდა.




ქეით უინსლეტი - "მკითხველი", 2008 წელი



image

მსახიობმა, შეიძლება ითქვას, რომ საკონცენტრაციო ბანაკის გულგრილი მცველის - ჰანა შმიცის როლი იდელურად გაითავისა. მოგვიანებით ქეითმა ისიც აღიარა, რომ ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, მას ჩვეულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად რამდენიმე თვე დასჭირდა: "მე არაერთი დღე და ძალისხმევა დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემს გმირს საბოლოოდ გამოვმშვიდობებოდი", - განაცხადა მსახიობმა თავის ერთ - ერთ ინტერვიუში.





ჯარედ ლეტო - "თვითმკვლელთა რაზმი", 2016 წელი



image


რეჟისორ დევიდ ეიერის კინოსურათის "თვითმკვლელთა რაზმის" გადაღების პროცესში, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯარედ ლეტო ჯოკერის როლის უკეთ მოსარგებად სრულიად წარმოუდგენელ ქმედებებს ჩადიოდა: ერთხელ მან - უილ სმიტს ტყვიებით სავსე შეფუთვა, ხოლო მარგო რობის - ვირთხა გაუგზავნა. მოგვიანებით ლეტომ თავისი უცნაური საქციელი იმით ახსნა, რომ მას სურდა, ფილმში მონაწილე სხვა მსახიობებს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გასჩენოდათ.




ჰიტ ლეჯერი - "ბნელი რაინდი", 2008 წელი



image


აწ გარდაცვლილი მსახიობი ჰიტ ლეჯერი შეიძლება ითქვას, რომ იდეალური ჯოკერის შექმნის იდეით იყო შეპყრობილი, რაც მას უდაოდ გამოუვიდა კიდეც, და რისთვისც გარდაცვალების შემდეგ სრულიად დამსახურებულად კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო - ოსკარიც კი დაიმსახურა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ აღნიშნული როლი გახდა მსახიობის გარდაცვალების ერთ - ერთი მიზეზი, ზოგიერთის აზრით, მსახიობმა როლი იმდენად გაითავისა, რომ რეალობასთან კავშირი საბოლოოდ დაკარგა.





ედრიან ბროუდი - "პიანისტი", 2002 წელი



image


მსახიობი სანამ ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი გამოჩენილი პოლონელი პიანისტის ვლადისლავ შპილმანის როლს განასახიერებდა, მანამდე საკმაოდ გრძელი გზა განვლო, პირდაპირი გაგებით - გრძელი. ედრიანმა როლისთვის არა მხოლოდ მანქანა გაყიდა, არამედ გარკვეული პერიოდით საცხოვრებელი ბინაც დატოვა, ვირტუალურ სამყაროსთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, ტელეფონი გათიშა და ევროპაში მხოლოდ ერთი ჩანთითა და კლავიშებიანი საკრავით გაემგზავრა, სადაც მთელი დღეების განმავლობაში ქუჩებში მარტო ხეტიალობდა. იკვებებოდა მხოლოდ კვერცხით, ზოგჯერ კი, საკუთარ თავს ქათმის ბარკლებითა და ბოსტნეულით ანებივრებდა.




შელი დიუვალი - "ნათება", 1980 წელი



image


კინოსურათი "ნათება", რომელიც რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა სახელგანთქმული ამერიკელი მწერლის, "საშინელებათა მეფედ" წოდებული სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაიღო მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ - ერთ ყველაზე საშიშ და საკულტო ფილმად ითვლება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, თუ რა აუტანელ პირობებში უწევდათ მსახიობებს გადასაღებ მოედანზე თამაში. როგორც ცნობილია, ზოგიერთ სცენას 50 - 60 - ჯერ მაინც იღებდნენ, ხოლო საკვანძო ეპიზოდის გადაღებისას ჯეკ ნიკოლსონს კარების შემტვრევა არც მეტი, არც ნაკლები 60 - ჯერ მოუწია. თუმცა, მსახიობებს შორის ყველაზე დიდი სტრესის ქვეშ მაინც შელი დიუვალი აღმოჩნდა: სტენლი კუბრიკს, მთელი გადამღები ჯგუფის თვალწინ ის გამუდმებით ისტერიკამდე მიყავდა, რათა შეშინებული - "ვენდი ტორანსი", ფსიქოპათის ცოლის როლიდან კიდევ დიდხანს არ გამოსულიყო.





ნატალი პორტმანი - "შავი გედი", 2010 წელი



image


მსახიობმა როლისთვის წონაში იმდენად დაიკლო, რომ მან საკუთარი გარეგნობით თავად ფილმის რეჟისორი დარენ არონოვსკიც კი შეაშინა, თუმცა, ამით ყველაფერი არ დასრულებულა: იმისთვის, რომ პორტმანს, "ნინა სეიერსის" როლი იდეალურად შეესრულებინა, მსხიობი 15 საათიანი გადაღების შემდეგ, დამატებით კიდევ რამდენიმე საათს ცეკვაში შეუსვენებლივ ვარჯიშობდა. გასაკვირი არ არის, რომ მსახიობს ამ პერიოდის გახსენება განსაკუთრებით არ უყვარს: "ნინა ძალიან ავად არის, მას თერაპიისთვის წლები სჭირდება, - განცხადა ფილმის გამოსვლის შემდეგ ნატალი პორტმანმა საკუთარ გმირზე. - როდესაც ამ როლს ვთანხმდებოდი, წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ რა შარში ვეხვეოდი".



0
449
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
449