x
image
ჯონ დო
3 სახიფათო მითი გრიპის ვირუსებზე,რომელიც უნდა ვიცოდეთ
გრიპი - ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. ის მიეკუთვნება მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციების ჯგუფს და იწვევს გრიპის ვირუსს. წარმოგიდგენთ სამ გავრცელებულ მითს გრიპის შესახებ, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

1.ანტიბიოტიკებს შეუძლიათ გრიპის ვირუსის განადგურება

imageგრიპი არის ვირუსული ინფექცია, რა დროსაც ანტიბიოტიკებით მის წინააღმდეგ მკურნალობა უსარგებლოა. ანტიბიოტიკები ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადება გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.

ასე, რომ ანტიბიოტიკებით ვირუსებს ვერ დაამარცხებთ, თქვენ მხოლოდ გაანადგურებთ სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებიც დამკვიდრებულია თქვენს ორგანიზმში.


2. თუ სიმფტომები არ გვაქვს, ესე იგი ჩვენ ვირუსის გადამდები არ ვართ

image სინამდვილეში თქვენ სახიფათო ხართ გარშემომყოფებისთვის ორი დღით ადრე, ვიდრე პირველი სიმფტომები გამოვლინდება. შემდეგ კი სავალდებულოა ხუთი დღე თავი შეიკავოთ ახლო კონტაქტისგან. სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში ხდებით თქვენ ვირუსის გამავრცელებელი.

3.გრიპით მხოლოდ ზამთარში შეიძლება დაავადდე.

imageსინამდვილეში გრიპი შეიძლება შეგეყაღოთ წელიწადის ნებისმიერ დროს, უბრალოდ ჩვენს ქვეყანაში გრიპის ვირუსის პიკი ზამთარშია და ამიტომ გვგონია, რომ გრიპის ვირუსი მხოლოდ ზამთარში შეიძლება შეგვეყაროს.


გისურვებთ ჯამრთელობას !!!




0
134
1-ს მოსწონს
ავტორი:ჯონ დო
ჯონ დო
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0