x
image
კატაპულტი
ძეხვი, კოსმეტიკა – ეს მხოლოდ ნაწილია იმის, რაც შეიძლება ფუტკრების განადგურებასთან ერთად გაქრეს
image

წარმოიდგინეთ, რომ სუპერმარკეტში საყიდლებზე შესულს დახლები ცარიელი გხვდებათ. დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ თუ დედამიწაზე ფუტკრები აღარ იარსებებენ. მიზეზი მარტივია, ჩვენი საკვების მესამედზე მეტი დამოკიდებულია ფუტკრებისა და სხვა მწერების მიერ მცენარეების დამტვერიანებაზე.

ქვემოთ წარმოგიდგენთ 9 რამეს, რაც ფუტკრების განადგურების შემთხვევაში გაქრება:

1.კენკრა.image


მაყვალი, ჟოლო, მოცხარი და ა.შ. დიდ წილად დამოკიდებულია ფუტკრების დამტვერვაზე. თუ არ იქნება ეს მწერი, აღარც კენკრა იარსებებს.

2. ხილი და ხილის წვენი.image

მხოლოდ კენკრა არაა ფუტკარზე დამოკიდებული, ნებისმიერი ხილის ხეც საჭიროებს დამტვერვას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაქრება ვაშლი, ყურძენი, ატამი, კივი და ა.შ., შესაბამისად, ვეღარ დამზადდება სხვადასხვა წვენები და კომპოტები, ასევე პოვიდლო და მურაბები.

3. კოსმეტიკა.image

კრემები, დეზოდორანტები და სხვა შეიცავს მცენარეულ ინგრედიენტებს, შესაბამისად ფუტკრები მათი არსებობისთვისაც საჭიროა.

4. ბოსტნეული.image

ბოსტნეულის დიდი ნაწილი არაა ფუტკრების მიერ დამტვერვაზე დამოკიდებული, რადგან ისინი თავად ახდენენ საკუთარი თავის რეპროდუცირებას ან ამაში მათ ქარი ეხმარებათ, თუმცა ისეთი ბოსტნეულები, როგორიცაა კიტრი, გოგრა და ბადრიჯანი, აუცილებლად მწერებეს საჭიროებენ ნაყოფის გამოსაღებად.

5.ჟელებონი.image

ნამდვილი ჟელებონი ხილისაგან მზადდება, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ისიც გაქრება ფუტკრების დაღუპვის შემთხვევაში.

6. ტანსაცმელი.image

მსოფლიოში არსებული ტანსაცმლის ნახევარი ბამბისაგანაა წარმოებული და ფუტკრები აღარ იქნებიან, ისიც გაქრება.

7. ზეთი.image

საკვებად გამოსაყენებელი ზეთი მთლიანად არ გაქრება, თუმცა დეფიციტური შეიქმნება გამომდინარე იქიდან, რომ ფუტკრების გარეშე მათი მიღების შესაძლებლობა დაახლოებით 5-ჯერ შემცირდება.

8. მარგარინიimage

მარგარინი მცენარეული ზეთისგან მიღებული პროდუქტია და ლოგიკურია, რომ ისიც გაქრება.

9.ძეხვი.image

გაგიკვირდათ ალბათ, რა შუაშია ფუტკარი ძეხვთან?! საქმე იმაშია, რომ ფუტკრები ამტვერიანებენ სიოს, ეს უკანასკნელი კი ღორების საკვებად გამოიყენება, ძეხვი კი ძირითადად ამ ცხოველისაგან იწარმოება. მეორე ფაქტორია სანელებლები, რომლებიც ძეხვების წარმოებაში გამოიყენება. ფუტკრები გარეშე სანელებლებიც გაქრება.

ასე რომ, გავუფრთხილდეთ ფუტკრებსა და სასარგებლო მწერებს, თუ გვინდა, რომ საკვების, ტანსაცმლისა და თავის მოვლის საშუალებების გარეშე არ დავრჩეთ.



ასევე საინტერესოა:

აზიური ფაროსანა -საშიში მწერი

image

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა)

image

სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია თაფლის შესახებ

image

9
127
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
127
  
2020, 7 თებერვალი, 14:27
ეგრეა, 1 ჰექტარზე გვაქვს ბამბუკის პლანტაცია, სპეციალური დანადგარის ყიდვა გვინდოდა, რომელიც ბამბუკს ამუშავებს და სკამის, სავარძლის, კიბის და შეზლონგის გასაკეთებლად გამოიყენება. დანადგარის ღირებულებაზე მეტი განბაჟება ჯდებოდა და გადავიფიქრეთ.
2020, 7 თებერვალი, 14:23
მოკლედ რა უქნას კაცმა, ვეღარ გაიგებ, გინდა რაღაცას მოკიდო ხელი და ყველაფერში პრობლემაა რა
2020, 7 თებერვალი, 14:18
აქაც ასე მოხდა, ნათესავს 60-ოჯახამდე დაეხოცა უხარისხო პრეპარატის გამო, დაზღვეული ჰქონდა და ზარალს გადაურჩა.
ლიცენზირებულის გარდა ვერ იყიდი ხარისხიან პრეპარატებს, არა და უმაგისოდ ფუტკარი წყდება. რადიაციული ფონიც მაღალია და ნადგურდება ფუტკარი, თან ჩვენსკენ დიდი კრაზანაა მომრავლებული და ისიც ანადგურებს ფუტკარს.
2020, 7 თებერვალი, 14:14
კი, ტკიპაზე შევწამლეთ მაგრამ მაინც არგ უშველა.როგორც ჩანს, წამალი არ ვარგოდა.ყველა მაგას ამბობდა,რომ ტკიპამ დახოცა
2020, 7 თებერვალი, 14:11
ტკიპაზე თუ გყავდათ ნამკურნალები? ტკიპა იყო მომრავლებული.
2020, 7 თებერვალი, 13:55
მაგდენი არა,მაგრამ 3 ოჯახი მყავდა სულ და შარშანწინ ერთად გაწყდა სამივე,15 წელი მყავდა და ახლა ვეღარ მოვაშენე. მარტო ფაროსანის წამლის ბრალი არაა, ჩვენსკენ არ იწამლება ფაროსანაზე, მაგრამ 2-3 წელია მასიურად იხოცება
2020, 7 თებერვალი, 13:50
ზუგდიდი
სხვას მეტი გაუწყვიტა, მე ცოტა ადრე გავიგე დილით, რომ აპირებდნენ შეწამვლას და ჩემებს ღამით ფუტკრის გამოსასვლელები ჩავაკეტინე.
2020, 7 თებერვალი, 13:47
ცუდია:( რომელ რაიონში?!
2020, 7 თებერვალი, 13:46
ქრება ფუტკარი, ფაროსანას შესაწამლმა პრეპარატებმა გაანადგურა, მეც სოფელში 12 ოჯახი დამიხოცა. :(
0 1 9