x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ციცინათელა გინახავთ ბოლო წლებში? მაშინ გაგიმართლათ,რადგან მალე ეს მწერი საერთოდ გადაშენდება
image

საბინადრო არეალის შემცირებამ, ხელოვნური განათების და სასუქების ზრდამ პესტიციდებთან ერთად, არა მხოლოდ ჩვენთვის საყვარელი მანათობელი ხოჭოების, არამედ სხვა მწერების გადაშენების მთავარი მიზეზი იქნება.



ექსპერტები შიშობენ, რომ მალე დედამიწაზე არსებული მწერების 40% შეიძლება საერთოდ გაქრეს, რაც ეკოსისტემას უზარმაზარ ზიანს მიაყენებს.


”ჩვენ მიმოვიხედეთ და .... ჰმ, როგორც ჩანს, გარშემო იმდენი ციცინათელას ვეღარ ვხედავთ, როგორც ეს ადრე იყო, - ამბობს კვლევის ავტორი სარა ლუისი Popular Science-სთან ინტერვიუში. ბევრი მწერი გადაშენების პირასაა, მაგრამ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, სწორედ ციცინათელა გამოეკვლიათ. ”ციცინათელა - არის მწერი, რომლის გარშემოც შეგვიძლია შემოვიკრიბოთ საერთო მხარდაჭერა, ” - აღნიშნავს სარა ლუისი.



გასულ ორშაბათს BioScience- ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს კვლევა მსოფლიოში 2, 000 სახეობის ციცინათელას შესახებ.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) 350 სპეციალისტის გამოკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ მანათობელი ხოჭოს-ციცინათელას გადაშენების სამი ძირითადი მიზეზი არსებობს: ბინადრობის არეალის შეცირება, ხელოვნური განათება და პესტიციდები.

image

ციცინათელას შეუძლია საკუთარი სურვილით გაზარდოს ან შეამციროს ნათების ინტენსივობა, "ჩართოს" წყვეტილი შუქი ან სულაც გამორთოს.


ტროპიკულ აფრიკაში ციცინათელების ერთ სახეობას ფანრის მაგივრად იყენებენ. ამისათვის რამდენიმე მანათობელ ციცინათელას მარლის ტომარაში ათავსებენ და ასე ინათებენ გზას.

ადგილობრივი გოგონები სილამაზისთვის ციცინათელებს თმაშიც იმაგრებენ.

image

ბრიტანელმა მეცნიერებმა ექსეტერის უნივერსიტეტიდან, დაადგინეს, რომ მცენარეული საფარმა ჰიმალაის მთებში და კერძოდ ევერესტზე საგრძნობლად მოიმატა ბოლო 25 წელიწადის განმავლობაში, ნათქვამია პრეს-Phys.org-ის პრეს-რელიზში. მკვლევარებმა შეისწავლეს მცენარეული საფარი თანამგზავრის მეშვეობით 1993 წლიდან 2018 წლამდე, კერძოდ ბალახები და ბუჩქები და გაირკვა, რომ ოთხ სხვადასხვა ს...

ახალი კვლევების თანახმად, ადამიანებს უფრო მაღალი შანსი აქვთ მომავალ 2020 წელს გადაშენდნენ, ვიდრე ის, რომ თავს დაესხათ ზვიგენი ან დაეცეთ მეხი. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ნებისმიერი მომდევნო წლის განმავლობაში კაცობრიობის გაქრობის ალბათობის შეფარდება 1:14 000-თან არის. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. ...

ნაგვის გროვის ფართობი წყნარ ოკეანეში საფრანგეთის ტერიტორიაზე სამჯერ უფრო დიდია, ასეთ პესიმისტური დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა, იუწყება Scientific Reports-ი. დაბინძურებულ მონაკვეთს 1, 6 მლნ.კვადრატული კილომეტრი უკავია, რომელიც უკვე სამჯერ აღემატება წინანდელ პარამეტრებს.შეგახსენებთ, "ნაგვის კუნძული" ჯერ კიდევ 1980-იან წლებში ა...

ციმბირის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნირებმა დაადგინეს რომელი სისხლის ჯგუფის ადამიანებს კბენენ კოღოები ყველაზე ხშირად, კვლევის შედეგები სასწავლებლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სპეციალისტების მტკიცებით, კოღოსთვის ყველაზე მიმზიდველი მსხვერპლი აღმოჩნდა ადამიანები I ჯგუფის სისხლით, კვლევის შედგების მოხედვით მწერები ორჯერ უფრო მეტჯერ კბენენ ამ სისხლის ჯგუ...

0
1383
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0