შეგახსენებთ, გასული წლის თებერვლიდან აჭარის უმაღლეს საბჭოში მერაბ ბლადაძემ ომეგას დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი შეცვალა. ახალი დეპუტატის უფლებამოსილება უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 11 თებერვალს ცნეს. ზაზა ოქუაშვილმა, რომელიც უმაღლეს საბჭოში „პატრიოტთა ალიანსის“ სიით მოხვდა, დეპუტატობაზე უარი საკუთარი განცხადების საფუძველზე განაცხადა. იგი პარტიული სიის მომდევნო ნომერმა ჩაანაცვლა. . მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ ძირითადად ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, თუმცა ასევე მხარს დაუჭერს მმართველი გუნდის სასიკეთო ინიციატივებსაც. „ძირითადად ოპოზიციასთან ვითანამშრომლებ და ვიქნები კრიტიკული, მაგრამ როგორც იცით, ჩვენი პარტია არ არის რადიკალური, ამიტომ მხარს დავუჭერ იმ სახელისუფლებო ინიციატივებსაც, რომელსაც ჩავთვლი, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება“, - განაცხადა პირველივე სხდომაზე მერაბ ბლადაძემ. . აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, მათგან 14 „ქართულ ოცნებას“, 5 „ნაციონალურ მოძრაობას“, ერთი „პატრიოტთა ალიანსს“ და ერთი ნინო ბურჯანაძის პარტიას წარმოადგენს.
!["სირცხვილის კორიდორი არ გაბედოთ,
თორემ თავებს გაგიტეხთ" - დეპუტატის
მუქარა image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202002/2020020623030482330.jpg)