სასარგებლო პროდუქტები ტოპ 10 სასარგებლო ბოსტნეული 2020, 6 თებერვალი, 22:51
ბოსტნეული რომ ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის არავისთვის ახალი არაა. მისი მირთმევა შეიძლება სალათის სახით ცოცხლად, ასევე კერძებთან ერთად მოხარშული სახით, მოკლედ, მრავალი შესაძლებლობა არსებობს, რომ ბოსტნეული თქვენს ყოველდღიურ მენიუში შეიტანოთ.
ალბათ, გაინტერესებთ, რომელია ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული. ქვემოთ გთავაზობთ ათ მათგანს:
1. პომიდორი.
ის სავსეა ვიტამინებითა და ჩვენს ორგანიზმში სისხლის ნორმალური მიმოქცევისათვის საჭირო პროდუქტია. პომიდორი ასევე ებრძვის კიბოს გამომწვევ მიზეზებს. 2.ბროკოლი. ის ამცირებს ფილტვების, კუჭისა და რექტალური კიბოს რისკს.ასევე აძლიერებს იმუნიტეტს სხვადასხვა დაავადებების მიმართ. 3. სტაფილო. ეს ყვითელი ბოსტნეული სავსეა K ვიტამინითა და ლუთეინით.ეს უკანასკნელი კი მხედველობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.ის ასევე კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობაზე. 4. ხახვი. ამ ბოსტნეულის საშუალებით თქვენს ორგანიზმს კიბოს საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტებით აავსებთ. 5. სიმინდი. სიმინდი უნდა მიირთვათ მოხარშული სახით და რაც უფრო კარგად იქნება ის მოხარშული, მით მეტი იქნება მასში ლუთეინის შემცველობა. 6. ბრიუსელის კომბოსტო. ეს პატარა მწვანე ბოსტნეული შეიცავს K, C და B- ვიტამინებს, ასევე კალიუმსა და ომეგა 3–ს. ყოველივე ეს კი ძალზედ საჭიროა განსაკუთრებით ორსულთათვის. 7. ბარდა. ბარდა შეიცავს დიდი რაოდენობით პოლიფენოლს, რაც ჯანმრთელობისათვის ძალზედ აუცილებელია. 8. ხუჭუჭა კომბოსტო. ის მდიდარია A, C, K და B- ვიტამინებით, ასევე კალციუმით. 9. წიწაკა. არ აქვს მნიშვნელობა, წითელი იქნება წიწაკა, ყვითელი თუ მწვანე, ნებისმიერი სახისა შეიცავს ლიკოპენსა და ფოლიუმის მჟავას.მისი ყოველდღიური მიღება ამცირებს კუჭის, მსხვილი ნაწლავისა და პანკრეასის კიბოს რისკს. 10. ისპანახი. ცოცხალი ისპანახი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. ის შეიცავს A, C, E, K, B2 და B6-ვიტამინებს, ასევე სპილენძს, ფოსფორს, თუთიას, ომეგა 3-ს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოლიუმის მჟავას და სხვა. ასევე საინტერესოა: რომელი ჩირი რისთვისაა სასარგებლო?! – ამის ცოდნა აუცილებელია! რამდენად სახიფათოა ჩინეთიდან მომავალი კორონავირუსი საქართველოსთვის და რა სიმპტომებით ხასიათდება ის?! მიასთენია - ამოუცნობი დაავადება, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ 923 2-ს მოსწონს
|