x
მეტი
  • 14.07.2024
  • სტატია:135956
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510273
Intel Core i7-3970X 2012 წლის მე-4 კვარტალში გამოჩნდება

image

საიტ Donanimhaber.com-ზე დაყრდნობით ახალი პროცესორი Intel Core i7-3970X 2012 წლის მე-4 კვარტალში გამოჩნდება.ის იქნება 6 ბირთვიანი HyperThreading ტექნოლოგიით რაც უზრუნველყოფს რომ პროცესორს გააჩნდეს 12 ნაკადი. მისი სიხშირე იქნება 3.5 გჰც ხოლო Turbo Boost რეჟიმში ის ავტომატურად აიწევს 4 გჰც-მდე.ის დაფუძნებული იქნება Sandy Bridge-E 32ნმ ტექნოლოგიაზე, სოკეტი კი იქნება LGA2011. რაც შეეხება მეხსიერებას მას ექნება ოთხ არხიანი DDR3-1600 კონტროლერი, თერმოპაკეტი იქნება 130ვატი, L3 ქეშის ოდენობა 15MB, პროცესორს მამრავლი ექნება ღია რაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ააჩქაროს პროცესორი. რაც შეეხება ფასს, როგორც ამბობენ ის ეღირება უფრო მეტი ვიდრე ღირს i7-3960X, რაც 1000$ ზე მეტი გამოდის.


image


წყარო: Donanimhaber.com

1
55
1-ს მოსწონს
ავტორი:PcNews
PcNews
55
  
2012, 6 აგვისტო, 17:21
MAGARIA!!!
0 1 1