x
მეტი
  • 19.07.2024
  • სტატია:136045
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510305
,,იყო კარგი პედაგოგი, გულისხმობს გიყვარდეს ბავშვი როგორიცაა", თავისი დადებითი და უარყოფითი, ძლიერი თუ სუსტი მხარეებით!
პედაგოგი თეო საგინაძე

ინტერვიუ, პედაგოგთან რომელიც თავისი დროის უდიდეს ნაწილს საკუთარ პროფესიას უძღვნის, ის თან მაგისტრატურაზე სწავლობს და პარალელურად მუშაობს სკოლა ლიდერში დაწყებითები კლასების პედაგოგათ.

თეო საგინაძე


თეო გამარჯობა :)



-რა არის შენთვის შენი პროფესია?

-როცა ირჩევ პროფესიას გაცნობიერებული უნდა გქონდეს რაოდენ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე. იყო პედაგოგი ეს საოცრად რთული, შრომატევადი და ამავდროულად საინტერესო ცხოვრებაა.


-რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ რაც გააცნობიერე რომ ხარ “მასწავლებელი”?


-თავიდან კრიტიკულად ვუდგებოდი, ვფიქრობდი რომ ბავშვები არ მიმიღებდნენ ახალგაზრდა მასწავლებელს, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ბავშვები იმ სითბოს და სიყვარულს ათმაგად უკან გიბრუნებენ რასაც გასცემ.

ბევრი რამ შეიცვალა ვცდილობ მუდამ კარგ ხასიათზე ვიყო, ვცდილობ სამყარო ფერადი თვალით დავანახო ბავშვებს...

image


- როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი სუსტი და ძლიერი მხარე ბავშვებთან ურთიერთობაში?


-ბავშვები ძალიან მიყვარს! ვცდილობ მეგობრული ვიყო მათ მიმართ

-“მახსოვს ერთხელ მოსწავლემ საიდუმლოც კი გამანდო... მარტივად ვბრაზდები იმ მოსწავლეების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ და არ აკეთებენ ე.წ “ეზარებათ"".


-როგორ ფიქრობთ შეგიძლიათ ამ კატეგორიის ბავშვებში ცვლილების შეტანა? ანუ კალაპოტში ჩაყენება და სიზარმაცის დაძლევაში დახმარება?


რა თქმა უნდა თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს ვცდილობ დროის განაწილება ვასწავლო, მათ უნდა შეადგინონ განრიგი თამაშის, გართობის, სწავლის.

რაც დაეხმარება ერთი მხრივ სიზარმაცის დაძლევაში, მეორე მხრივ სამომავლო გეგმების დასახვაში.

image

-საინტერესოა როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? თქვენ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული ხართ და ამჟამად სწავლობთ მაგისტრატურაზე, ამავდროულად მუშაობთ, რა არის შემდეგი ნაბიჯი რასაც თქვენგან უნდა ველოდოთ?


-სამომავლო გეგმები ისევ და ისევ სკოლას და ბავშვებს უკავშირდება. ვერ წარმომიდგენია სხვა სფეროში ჩემი თავი, ამიტომ ყოველდღიურად ვცდილობ აქტიურად ჩავერთო საგანმანმანათლებლო საკითხებში.

შემდეგი ნაბიჯიც კარიერულ წინსვლას უკავშირდება, მინდა სტატუსი ავიმაღლო და ფეხი ავუწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემას.

image

-რა რჩევას მიცემდით იმ მომავალ მასწავლებლებს რომლებიც ახლა დგანან პროფესიული არჩევანის წინაშე და ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს?


-ვურჩევდი რომ მეტი გულისყურით მოეკიდონ იმ საქმეს, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას ეხება. პირველ რიგში უნდა უყვარდეთ ბავშვები, მათში უნდა ხედავდნენ წარმატებულ და განათლებულ მომავალს.

“იყო კარგი პედაგოგი, გულისხმობს გიყვარდეს ბავშვი როგორიცაა", თავისი დადებითი და უარყოფითი, ძლიერი თუ სუსტი მხარეებით!

image


0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინა პირმისაშვილი
ნინა პირმისაშვილი
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0