რელიგია რა წერია ბიბლიაში მეორედ მოსვლის შესახებ?! 2020, 5 თებერვალი, 21:32
მეორედ მოსვლის თაობაზე აგერ უკვე 2000 წელზე მეტია სხვადასხვა აზრები ვრცელდება და ახალი შეხედულებების შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ათეისტები, მეცნიერები და უბრალო ადამიანები, რომელთაც მომავლის განჭვრეტა სურთ.
მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 მილიარდი ქრისტიანია, რომელთა უმრავლესობას ბიბლიური აპოკალიფსის სჯერა, რომელიც ძირითადად ეფუძნება ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველ დანიელის წიგნსა და ახალი აღთქმის ბოლო წიგნს - “გამოცხადება იოანესი", რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ “აპოკალიფსის" სახელით.
ამ წიგნების მიხედვით, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს სამყაროში მოხდება უამრავი კატაკლიზმა, მიწისძვრები, წყალდიდობები, ხანძრები, ხალხი განუდგება უფალს, გავრცელდება მრავალი ავადმყოფობა, ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს დაერევიან, ადამიანებს კი უზარმაზარი კალიები შეესევიან, აღსდგებიან მკვდრები და დაიწყება ანგელოზთა გამოცხადებები, ყველაფერ ამას მოჰყვება ანტიქრისტეს გამოჩენა და შემდეგ “მეორედ მოსვლა უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი", რომელიც სამუდამოდ განდევნის სატანას. იოანე წინასწარმეტყველის წიგნი გაჯერებულია სიმბოლური ფრაზებით და მათ ამოხსნას კაცობრიობა დიდი ხანია ცდილობს. ადამიანებს ხშირად ეგონათ, რომ მიაგნეს ჭეშმარიტებას, ან დადგა ის დრო, რომელზედაც ბიბლიაშია საუბარი, თუმცა არა, ისინი ყოველთვის ცდებოდნენ. დღესდღეობით მსოფლიო კიდევ ერთხელ დააფიქრა მიმდინარე მოვლენებმა მეორედ მოსვლის თაობაზე. კორონავირუსი, უზარმაზარი კალიების შემოსევა პაკისტანში, კენიაში, ეთიოპიასა და სომალიში, ქვეყნებს შორის გამუდმებული დაძაბულობა და ომები, მიწისძვრები სხვადასხვა კონტინენტზე, ხანძრები ამაზონის ჯუნგლებსა და ავსტრალიაში, ეს ყველაფერი შიშის ზარს სცემს ადამიანებს, თუმცა გავა წლები და საუკუნეები და ეს შიშიც უაზრო გამოჩნდება ახალი და უარესი განსაცდელების გამოჩენით. ასევე საინტერესოა: მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა) ვინ არის ანტიქრისტე?! რა ვიცით მასზე?! როდის და როგორი იქნება აპოკალიფსი?!
კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდება
943 3-ს მოსწონს
|