მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი ფოტო და ვიდეო-მასალა)
![მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში
კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი
ფოტო და ვიდეო-მასალა) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202002/2020020516441426272.jpg)
კალიების შემოსევას ამ დრომდე ებრძვიან მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, კერძოდ, პაკისტანში, სომალიში, ეთიოპიასა და კენიაში. თავდაპირველად კალიების დიდი რაოდენობა გამოჩნდა პაკისტანში. არის მოსაზრება, რომ მწერები ქვეყანაში გასული წლის ივნისში დასავლეთიდან, უფრო ზუსტად, ირანიდან გავრცელდნენ, თუმცა ამ უკანასკნელში კალიების უპრეცენდენტო მომრავლებაზე ინფორმაცია არ ყოფილა.
![მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში
კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი
ფოტო და ვიდეო-მასალა) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202002/2020020516450926272.jpg)
პაკისტანში კალიებმა გაანადგურეს ბამბის, ხორბლის, სიმინდის და სხვა ნათესები, რაც მოსახლეობისა და ცხოველების საკვებს წარმოადგენდა. იგივე სიტუაციაა აფრიკის ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სახელმწიფოები ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებიან და კალიების ეს შემოსევა მათ ფაქტიურად საკვების გარეშე დატოვებს. პაკისტანმა და სომალიმ უკვე გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.
საყურადსაღებოა, რომ ზოგადად, კალიები არ გამოირჩევიან ჯგუფური ცხოვრებით და ამგვარი გაერთიანებები მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ახასიათებთ. მათ 150 კილომეტრზე შეუძლიათ ყოველდღიურად გადაადგილება და ამ ტერიტორიის მცენარეებისაგან გაწმენდა.
![მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში
კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი
ფოტო და ვიდეო-მასალა) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202002/2020020516471726272.jpg)
უჩვეულოა ისიც, რომ პაკისტანსა და აფრიკაში გავრცელებული კალიები განსაკუთრებით დიდი ზომებით გამოირჩევიან და ამასთან, გადაადგილდებიან ძალიან სწრაფად, რაც აქამდე არ იყო შემჩნეული.
![მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში
კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი
ფოტო და ვიდეო-მასალა) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202002/2020020516475226272.jpg)
მეცნიერების განმარტებით, თუ დროულად არ მოხდება ამ მავნე მწერების განადგურება და მათი გავრცელების შეჩერება, შედეგები კატასტროფული
იქნება მთელი მსოფლიოსათვის.
ასევე საინტერესოა:
კიბოთი დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გაორმაგდება
![მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში
კალიების შემოსევაა ( შემაშფოთებელი
ფოტო და ვიდეო-მასალა) image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202002/2020020516521726272.jpg)
კორონავირუსი უკვე ევროპის 8 ქვეყანაშია დაფიქსირებული – რამდენად სწრაფად ვრცელდება დაავადება?!