x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კაცი-სატანა საზოგადოებას ბიბლიას ასწავლის

image


ბრაზილიის ქალაქ სან პაულოს მკვიდრის მიზანი იყო, გარეგნობა ისე შეეცვალა, რომ რაც შეიძლება შიშისმომგვრელი იერი მისცემოდა.


.

44 წლის მიქელ ფაროს დე პრადოს(Michel Faro do Prado)- ს სხეული, იგივე მეტსახელად "კაცი-სატანა", დაფარულია მრავალრიცხოვანი ტატუთი, შუბლს მეტალის რქები უმშვენებს, ხოლო წინა კბილები ეშვებივით აქვს ალესილი. თვალების თეთრ გარსში სპეციალური საღებავი შეყავს, რომელიც ამუქებს მის თვალებს. მისივე თქმით, ეს ყველაზე სარისკო პროცედურა იყო, რადგან ნებისმიერი პატარა შეცდომა შესაძლოა მხედველობის დაკარგვით დასრულდეს.


image

საშიში გარეგნობის მიუხედავად, მიქელი ირწმუნება, რომ ის ეშმაკთან არ აიგივებს საკუთარ თავს და არც მასთან მსგავსებას ეძებს, მან ისიც დასძინა, რომ ეშმაკი შესანიშნავი არსებაა და საერთოდ არ ჰგავს მას.


მიქელი ასევე განმარტა, რომ ის თაყვანს სცემს ღმერთს და ცდილობს სიკეთე დანერგოს სამყაროში, შესაბამისად, მისი გარეგნობა საერთოდ არ შეესაბამება მის ხასიათს.

image

"მე ვიცი, რომ "ეშმაკის" ნამდვილი გარეგნობა მშვენიერია. ბიბლია ამას ამბობს ძველ აღთქმის დაბადებაში და ესაია წინასწარმეტყველის წიგნში, სადაც ის ამბობს, რომ იესო მახინჯი იყო, რომ ის უდაბნოს გამხმარ ფესვს ჰგავდა.

ის თავს ღრმა მორწმუნედ მიიჩნევს, ეკლესიიის მუდმივი სტუმარია და ხშირად თავადაც ქადაგებს ქუჩაში და ინტერნეტით.


image

”მე მხოლოდ ჩემი გარეგნობის გამო არ მცნობენ, მიცნობენ იმ ვიდეოებით, სადაც ვსაუბრობ სხვადასხვა თემებზე, ჩემს შეხედულებებზე, ღმერთზე, ბიბლიაზე და საზოგადოების ქცევაზე.”-აღნიშნავს ის.

image



0
443
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0