სენსაციური აღმოჩენა საბერძნეთში, ათონის წმინდა მთაზე მონასტრის რესტავრაციისას პირველად იპოვეს ქალის ჩონჩხი
ჩრდილოეთ საბერძნეთში ათონის მთაზე მონასტრის რესტავრატორებმა იპოვეს სამარხი, რომელიც დიდი ალბათობით ქალს ეკუთვნის.
აქამდე ათონის მთაზე არასდროს დაფიქსირებულა ქალის კვალი, საუბარია სამარხზე.
"ვინ იყო გარდაცვლილი სიცოცხლეში და რა მდგომარეობა ეკავა საზოგადოებაში უცნობია"-იტყობინება "The Guardian".
ადამიანის ჩონჩხი ნაპოვნი იქნა პანტოკრატორის მონასტრის იატაკის სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ერთდროულად რამდენიმე ჩონჩხი იქნა აღმოჩენილი, ერთერთი მათგანის ჩონჩხი ზომებით და ჩონჩხის აგებულებით განსხვავდებოდა სხვებისგან და მონასტრის რესტავრაციის ხელმძღვანელმა მოიწვია ექსპერტი, რომელმაც პირველადი დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ ჩონჩხი აშკარად ქალს ეკუთვნოდა.
სენსაციური და გასაოცარი არაფერი იქნებოდა ამ აღმოჩენაში, რომ არა ყველასთვის ცნობილი ფაქტი-ათას წელზე მეტია ათონის მთა მთლიანად დახურულია ქალებისათვის, კუნძულზე ქათმების გარდა სხვა მდედრობითი სქესის არსების შეყვანაც სასტიკადაა აკრძალული. ქათამი კი დაშვებულია ერთი მიზეზით-ქათამი კვერცხს დებს.
ათონზე განთავსებულია 20-ი მართლმადიდებლური მონასტერი, ათონის მთა ითვლება ღვთისმშობლის კუთვნილ მიწად და არცერთ ქალს არა აქვს უფლება ფეხი დადგას ამ მიწაზე.
სპეციალისტების აზრით ქალის ჩონჩხი გადმოსვენებულია სხვა სამარხიდან, რადგან სამარხში არ აღმოჩნდა არაფერი, რაც მასზე რამეს იტყოდა, საუბარია მის წარმომავლობაზე და მდგომარეობაზე საზოგადოებაში (როგორც იცით დიდგვაროვნებს ძვირფას ნივთებს ატანდნენ თან).
"თუ ექსპერტის აზრი კვლევებითაც დადასტურდა, მაშინ ეს იქნება პირველი ქალი, რომელმაც განსასვენებელი ჰპოვა ათონის მთაზე".-განაცხადა რესტავრატორმა ფედონ ჰაჯიანტონიუმ.
ახლა მეცნიერები აპირებენ ძვლები შეისწავლონ რადიოწყალბადის ანალიზით და სხვა მეთოდებითაც, თუმცა მათი თქმითაც ჩონჩხი ქალს ეკუთვნის.