კინო 7 ფილმი, რომლებიც მაყურებელმა შიშისგან ბოლომდე ვერ ნახა და კინოდარბაზიდან გაიქცა 2020, 4 თებერვალი, 12:01 ოდესმე მოგიწიათ კინოთეატრიდან გამოქცევა? თუ არა, მაშინ ეს ფილმები თქვენ ნამდვილად არ გინახავთ. წარმოგიდგენთ 7 კინოსურათს, რამლებმაც წარმოუდგენელი სისასტიკის გამო მაყურებელი აიძულა კინოდარბაზი დაეტოვებინა."ეშმაკის განმდევნელი" ("ეგზორცისტი"), 1973 წელირეჟისორ უილიამ ფრიდკინის მიერ გადაღებული ეს საშინელებათა ფილმი ეშმაკით შეპყრობილ ქალზე მოგვითხრობს. კინოსურათის ზოგიერთი კადრი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მაყურებელთა უმრავლესობა უბრალოდ დარბაზიდან გაიქცა, ხოლო ერთ - ერთ ქალს შიშისგან გულიც კი შეუწუხდა."ალქაჯი ბლერიდან", 1999 წელიშეგახსენებთ, რომ მთელი ფილმი არაპროფესიონალური კამერით არის გადაღებული, რამაც ნამუშევარს კიდევ უფრო მეტი სიმძაფრე შესძინა. ფილმში, რეჟისორების დენიელ მირიკისა და ედუარდო სანჩეზის რეალისტური კადრების სიუხვემ მაყურებელში ღებინების რეფლექსი გამოიწვია. შეწუხებული კინოთეატრის თანამშრომლები იძულებულები იყვნენ მაყურებელი წინასწარ გაეფრთხილებინათ, რომ გულისრევის შეგრძნებისას დარბაზი დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ."127 საათი", 2010 წელირეჟისორ დენი ბოილის მიერ გადაღებული ეს კინოსურათი რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული და იმ მთამსვლელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში მოხვედრილი, თვითგადარჩენისთვის იძულებულია ხელი ბლაგვი დანით, თავადვე მოიჭრას. ამპუტაციის ეს სცენა ფილმში იმდენად რეალურად იყო ასახული, რომ ზოგიერთ მაყურებელს სასწრაფოს გამოძახებაც კი დასჭირდა."ცოფიანი ძაღლები", 1992 წელი"ცოფიანი ძაღლები" - კლასიკური ტარანტინოს კინოა, რომელიც ძალადობისა და სისხლის კადრებით არის სავსე. თუმცა, ყურის მოჭრის სცენა, იმდენად საშინელი სანახავი იყო, რომ საშინელებათა ფილმების ლეგენდარული რეჟისორი უეს კრეივენი (ალბათ, კარგად გახსოვთ მისი ცნობილი ფილმი - "საშინელება თელების ქუჩაზე") რომელიც კინოჩვენებას ესწრებოდა იძულებული გახდა კინოდარბაზი დაეტოვებინა."მახინჯები", 1932 წელიამერიკელი რეჟისორის ტოდ ბრაუნინგის კინოსურათი - "მახინჯები", რომელიც ცირკის მსახიობების კულისებს მიღმა ცხოვრებაზე მოგვითხრობს, კლასიკურ საშინელებათა ფილმს ნამდვილდ არ განეკუთვნება, თუმცა მაყურებელთა გაღიაზიანება ძირითადად მთავარმა მოქმედმა გმირებმა გამოიწვიეს, ვინაიდან ეკრანზე ამდენი ერთნაირი ადამიანის ნახვისთვის ისინი მზად არ აღმოჩნდნენ."გარდაუვალობა", 2002 წელიფილმი ძალადობის სცენებით სავსეა, თუმცა მაყურებელთა მიერ კინოდარბაზის დატოვების მიზეზი ეს კონკრეტული კადრები ნამდვილად არ გამხდარა. საქმე იმაშია, რომ რეჟისორმა ფილმის გადაღებისას სპეციალური ინფრაბგერა გამოიყენა, რომლის გარჩევაც ადამიანის ყურს პირველი 30 წუთის განმავლობაში არ შეუძლია. თუმცა ის უსაფუძვლო შიშსა და ვიბრაციას იწვევს, რომელიც მიწისძვრით გამოწვეული შეგრძნების ანალოგია. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დარბაზში პანიკა."მახინჯი ციხესიმაგრეში", 1995 წელიკლასიკური სიუჟეტი: ერთი, რიგითი ამერიკული ოჯახი მოულოდნელად გებულობს, რომ იტალიაში მდებარე, მე -12 საუკუნის ციხესიმაგრე მემკვიდრეობით გადაეცემა, სადაც საბოლოოდ სახლდება კიდეც, თუმცა რეჟისორ სტიუარტ გორდონის კინოსურათი, სისასტიკის წარმოუდგენელ მასშტაბებს სწორედ მაშინ აღწევს, როდესაც ციხე - კოშკის ბინადარი - მონსტრი ერთმანეთის მიყოლებით, ოჯახის თოთოეული წევრის ჭამას იწყებს, სწორედ ეს კონკრეტული სცენები იმდენად რეალურად იყო ასახული რომ მაყურებელთა უმრავლესობამ ფილმის ნახვა ბოლომდე ვერ შეძლო და შუა ჩვენებიდან გაიქცა.1354 1-ს მოსწონს 1-ს არა |