სხვა შავი ჭირიდან კორონავირუსამდე-კარანტინის ისტორია 2020, 2 თებერვალი, 8:59 ახალი ჩინური კოროვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ქვეყნების უმეტესობა, უხანიდან დაბრუნებული ადამიანებს ორკვირიან კარანტინში ამყოფებენ.მაინც როდიდან დაიწყო სამყარომ კარანტინის გამოყენება ინფექციების თავიდან აცილების მიზნით? დაავადების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად დიდი ხანია იყენებენ კარანტინს. ეს ტერმინი თავისთავად ნიშნავს დაავადებული ან პოტენციურად დაავადებული ადამიანების იზოლაციას გარკვეული ხნით, ეპიდემიისგან თავის დასაცავად. ფოტოზე: ასე გამოიყურება 11 მილიონიანი უხანი კარანტინის დროს როდესაც მე –14 საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიამ გაანადგურა ევროპა, ვენეციაში დაინერგა წესი, რომლის თანახმად, ჩამოსული გემები 40 დღის განმავლობაში უნდა მდგარიყვნენ ნაპირზე, მანამდე ეკიპაჟს და მგზავრებს ეკრძალებოდათ ნაპირზე გადმოსვლა. ამ პრაქტიკას ეწოდებოდა "quarantino" ან "quarantena" - რაც იტალიურად ორმოცს ნიშნავს. "გაუგებარია, თუ რატომ შეირჩა ეს დრო(40 დღე)-ამბობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიის პროფესორი მარკ ჰარისონი. შესაძლოა, იდეა მოდიოდეს ახალ აღთქმაში აღწერილი იმ 40 დღიდან, რომელიც იესომ გაატარა უდაბნოში." შავი ჭირის საწინააღმდეგო საკარანტინო ზომების მკაცრმა აღსრულებამ, განაპირობა ის, რომ უკვე მე -17 საუკუნეში ბევრ ქალაქსა და დასახლებას ძალზე უჭირდა, შიმშილობდა, რადგან მათ არ ჰქონდათ საშუალება შემოეტანათ საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები. არა და საკარანტინო წესების დარღვევისთვის სადამსჯელო ზომები ძალზე სასტიკი იყო; მაგალითად, ჟენევაში, დამნაშავეებს წვავდნენ, ხოლო 1629 წელს ქალაქ დინ-ლე-ბენში, მოსახლეს ქალაქის დატოვების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელოდებოდა. ექიმი ჭირისგან დამცავ კოსტუმში -1656 წლის გრავიურა კარანტინში ყოფნის ხანგრძლივობა ჩინოვნიკთა თვითნებობაზე იყო დამოკიდებული, რადგან ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ 40-დღიანი შეზღუდვა ყოველთვის არ იძლეოდა უსაფრთხოების გარანტიას. ხმელთაშუა ზღვის კარანტინებში, ე.წ. «sereinage“, რომლის დროსაც თუ გემი თურქეთიდან ან ეგვიპტედან შემოდიოდა საქონელი გემბანზე განუსაზღვრელი ვადით ინახებოდა და ხშირად ნესტისგან ფუჭდებოდა, ამასთანავე აუცილებელი იყო საკარანტინო ლაზარეთში დარჩენა მინიმუმ 18 -დან 25-30 დღემდე; მარსელის ნავსადგურზე 1786-87 წლებში ტუნისიდან ან ალჟირიდან შემოსული გემებისთვის საკარანტინო პერიოდი 50 დღემდე გრძელდებოდა. ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კარანტინი, 1665 წლის სექტემბრიდან -დეკემბრამდე განხორციელდა სოფელ იმში ბუბონური ჭირის გავრცელების გამო. მთლიანად დაიღუპა 42 მაცხოვრებელი . 1666 წლის ივნისში ახლად დანიშნულმა მღვდელმა უილიამ მომპესონმა გადაწყვიტა სოფელი კარანტინში მოექცია. მან მრევლს განუცხადა, რომ სოფელი უნდა დაიხუროს - იქ არც არავინ უნდა შესულიყო და არც გამოსულიყო. დევონშირის ჰერცოგმა შესთავაზა საკვების მარაგის გაგზავნა, თუ მოსახლეობა დათანხმდებოდა კარანტინზე. მომპესონი დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ შეემსუბუქებინა მოსახლეობის ტანჯვა. აგვისტოში სიკვდილიანობამ პიკს მიაღწია - დღეში 5-6 ადამიანი კვდებოდა, მაგრამ კარანტინს ყველა იცავდა. დროთა განმავლობაში, სიკვდილიანობამ იკლო და ნოემბრის თვეში ეპიდემია დასრულდა. კარანტინმა იმუშავა. ფოტოზე:სოფელი იმი ბრიტანეთში, სადაც კარანტინმა ეფექტურად იმუშავა ევროპულმა სახელმწიფოებმა არაერთხელ მოიწვიეს კონფერენციები კარანტინთან დაკავშირებით. პირველი საერთაშორისო კონფერენცია პარიზში 1851-52 წლებში გაიმართა, მეორე - 1866 წელს კონსტანტინოპოლში, მესამე - ვენაში 1874 წელს, მეოთხე - 1885 წელს რომში და ბოლოს - ბოლოს 1893 წლის მარტში დრეზდენში . ყველა ამ კონფერენციიაზე განიხილებოდა ეპიდემიის გავრცელების საწინააღმდეგო სხვადასხვა ზომები, რომელიც ძირითადად, ქოლერას შეეხებოდა, რადგან იმ პერიოდში ევროპაში ყველაზე ხშირად ეს ვრცელდებოდა. სურათზე: ქოლერას კარანტინი რუმინეთში მე-19 საუკუნე 1900 წელს სან-ფრანცისკოში ჩინელი ემიგრანტები კარანტინში მოაქციეს მას შემდეგ, როდესაც ჩინეთიდან ჩამოსული მამაკაცი სასტუმროს ნომერში იპოვეს მკვდარი და აღმოჩნდა, რომ იგი შავი ჭირისგან გარდაიცვალა. პოლიციამ მავთულხლართები შეამოავლო ჩინურ კვარტალს. მაცხოვრებლებს არ ჰქონდათ ღობის აქეთ გამოსვლის უფლება, ხოლო შიგნით შესვლა მხოლოდ პოლიციელებს და ექიმებს შეეძლოთ. რაც შეეხება საქართველოს, ქართული კარანტინი სხვაგვარი იყო, ეპიდემიის გავრცელების დროს ხალხი ძირითადად მთაში იხიზნებოდა, აღსანიშნავია 1772 წლის ეპიდემია, რა დროსაც შავი ჭირი და ყვავილი ერთდროულად გავრცელებულა, ერეკლე მეორეს ნოვატორული მაგალითი მიუცია მოსახლეობისთვის, რომლებიც უნდობლად უყურებდნენ აცრას(იმ დროს "აჭრით" არის მოხსენიებული)და ნება დართო, კათოლიკე პადრებს, ყვავილის აცრები მისი შვილი იულონისთვის ჩაეტარებინათ.ამით ხალხს მაგალითი მისცა, რომ აცრა არა თუ საშიში, პირიქით, სასარგებლოც იყო.(ახლა უყურებენ უნდობლად და მაშინ რა გასაკვირია) დროთა განმავლობაში, საკარანტინო პერიოდი შემცირდა, მაგრამ ეს პრაქტიკა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების გავრცელების შეზღუდვაში. ჩვენ დროში, კარანტინს ჩვეულებრივ სახელმწიფო ან სამედიცინო ორგანიზაციები აწესებენ. ფოტოზე: კარანტინი და დეზინფექცია ფრინველის გრიპის გავრცელების ზონაში-გერმანია 2006 წელი "როდესაც საკარანტინო ზომებს ვიღებთ, ისინი არ ემყარება მხოლოდ სამედიცინო გათვლებს იმაზე, რამდენად ეფექტური იქნება ინფექციური დაავადების გავრცელების შეჩერების ან შენელების საქმე. - ამბობს ჰარისონი-ასეთი ნაბიჯი ემსახურება იმასაც, რომ დავაწყნაროთ სხვა ქვეყნების ხელისუფლება და დავაწყნაროთ საკუთარი მოსახლეობა" 131 2-ს მოსწონს
|