x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"სანამ წვერებიანი ჭუჭყი და რამიშვილი მსჯელობენ, მთავრობა შეხვედრიდან შეხვედრაზე დამატარებს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

image

"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილის გუშინდელ გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად" მიწვეული სტუმრის, რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, "ტაბულა" ყალბი მედიაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ყოველთვის აყალბებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს არასწორი თარგმანით აწვდის: "წვერებიანი ჭუჭყი, გვარად ხაინდრავა და შალვარამიშვილი მსჯელობენ რომ ტაბულა fake მედიაა, მანამდე, სანამ ბრიტანეთის მთავრობა შეხვედრიდან შეხვედრაზე დამატარებს და ჩემი დაფუძნებული მედიის გაძლიერებაში მეხმარება" - დაწერა თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ "ტაბულას" დამფუძნებელი საერთაშორისო ლიდერების პროგრამაში იღებს მონაწილეობას, და ამჟამად ის სწორედ დიდ ბრიტანეთში, ქვეყნის მთავრობის მიწვევით იმყოფება. საერთაშორისო ლიდერების პროგრამის მიზანი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების ერთანეთთან დაახლოებაა. პროგრამა როგორც პერსონალიზებულ, ასევე ზოგად ნაწილს მოიცავს, რაც იმას გულისხმობს, რომ შეხვედრები გაიმართება როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან, ასევე პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და იმ პირებთან, რომლებიც სამომავლოდ მისი პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან.



0
693
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
693